ამაზონიდან გამოწერა - rogor.ge

როგორ დავრეგისტრირდეთ "ამაზონზე"

დღესდღეობით ძალიან პოპულარულია ამაზონიდან ნივთების შეძენა, სადაც პროდუქტის ფართო ასორტიმენტია და ხელმისაწვდომია ერთი ღილაკის დაჭერით.

როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან (Amazon.com)

ამაზონიდან ან რომელიმე ამერიკული საიტიდან ნივთების გამოწერა ხდება შუამავალი კომპანიის დახმარებით. რეგისტრირდებით რომელიმე შუამავალ კომპანიაში, რომელიც გაძლევთ თქვენს საფოსტო მისამართს ამერიკაში. იქვე შეძენილი ნივთი მიდის თქვენს საფოსტო მისამართზე და შუამავალი კომპანია გიგზავნით საქართველოში. ძალიან მარტივი პროცედურაა, რომელიც გრძელდება მაქსიმუმ 2 კვირა. ამაზონი აწვდის ნივთს 3-5 დღეში, კომპანია ტვირთავს ამანათებს რეისზე (2-3 დღე) და გზავნის (3-5 დღე).