საგაზაფხულო და ზაფხულის თვეებში, როცა ბუნება იღვიძებს, ქვეწარმავლების გამოჩენაც აქტიურდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლი ახლოს მდებარეობს ტყესთან, მდინარესთან ან ბუჩქებით დაფარულ ადგილებთან. უმეტეს შემთხვევაში, გველები ადამიანს არ ესხმიან თავს, თუმცა არასასურველი სტუმრები ნამდვილად არიან — განსაკუთრებით მაშინ, როცა ეზოში ბავშვები თამაშობენ ან შინაური ცხოველები დარბიან.
როგორ ავიცილოთ თავიდან ქვეწარმავლების შემოსვლა ეზოში და შევქმნათ მათთვის არასასიამოვნო გარემო? მოდით, დეტალურად განვიხილოთ:
გაზაფხულზე გველები ნელ-ნელა იღვიძებენ, მათ შორის - გველხოკერები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოიქცეთ მათთან მოულოდნელად შეხვედრისას.მოკვლა არ არის რეკომენდებული, რადგან, როგორც წესი, ჩვენთან არსებული ჯიშები ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, გველხოკერები.გველები სოციალური არსებები არ არიან. ისინი არ ცდილობენ ადამიანთან მეგობრობას და არ ეძებენ მათთან შეხვედრებს. როგორც ინტროვერტული არსებები, უპირატესობას იზოლაციას ანიჭებენ. ის ფაქტი, რომ ხოკერები, თქვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. რა შეიძლება იყოს?
აგარაკზე დასვენებისას, ან ტყეში სეირნობისას შეიძლება მოულოდენლად შეგხვდეთ გველი. ნამდვილად შეუძლებელია "უხსენებელის" აზრების წაკითხვა და იმის მიხვედრა თუ რას აპირებს ის, აქედან გამომდინარე გირჩევთ გაეცნოთ უსაფრთხოების წესებს როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს. არსებობს რამდენიემ ხერხი, რაც დაგეხმარებათ გააძევოთ თქვენი აგარაკიდან გველი ისე, რომ არ გააღიზიანოთ ის და არ დაზარალდეთ თქვენც