როგორ დავკავდეთ სექსით ბავშვის გაჩენის შემდეგ
სამწუხარო ფაქტია, რომ მშობიარობის შემდეგ ხშირად წყვილის ცხოვრებაში ინტიმური ურთიერთობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ეს, როგორც წესი, გაუცხოებას იწვევს და ჩნდება პრობლემები, რომელთა მოგვარებაც თანდათან უფრო რთული ხდება. აუცილებელია რომ ბავშვის დაბადების შემდეგაც ჩვეულებრივ გააგრძელოს წყვილმა ერთმანეთზე ზრუნვა და მეორე ნახევარს საკმარისი დრო დაუთმოს, რომ გრძნობები არ გაცივდეს.