როგორ მოვიქცეთ თერმომეტრის გატეხვის შემთხვევაში - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ თერმომეტრის გატეხვის შემთხვევაში

სიცხის საზომი თერმომეტრის გატეხვისას, მასში მოთავსებული ვერცხლის წყალი ბურთულების სახით ცვივა გატეხვის მიმდებარე ადგილას. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ გარშემომყოფების მოწამვლა, აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანეთ ოთახიდან ოჯახის წევრები და შინაური ცხოველები და გააღეთ ფანჯრები.

შემდეგ, სახეზე აიფარეთ ერთჯერადი ნიღაბი, თუ არ გაქვთ გამოგადგებათ ბინტი, რომელიც საჭიროა დასველებული იყოს სოდიან ხსნარში, სოდის არ ქონის შემთხვევაში უბრალოდ წყალში დაასველეთ. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ფეხზე კი პოლიეთილენის პარკი ამოიცვით.

უკვე დროა დავიწყოთ ვერცხლის წყლის ბურთულების შეგროვება. იმისათვის, რომ არსად დაგვრჩეს ისინი დაგჭირდებათ კარგი განათება, ასევე შეგროვება ჯობია დაიწყოთ შემოსასვლელიდან, ან კუთხეებიდან. გირჩევთ მათ შესაგროვბლად გამოიყენოთ ერთჯერადი შპრიცი, ასევე დაგჭირდებათ ალუმინის ქაღალდი ან თხელი ქაღალდი. თან ასევე გქონდეთ სველი გაზეთი, წყლით სანახევროდ სავსე მინის ქილა, ბამბა და ნაჭერი.

ალუმინის ქარალდი ან ჩვეულებრივი ქაღალდი გამოიყენეთ როგორც აქანდაზი, ბურთულების მოგროვებისას, ისინი მინის ქილაში მოათავსეთ . უფრო პატარა ბურთულები, რომელთა აღება არ გამოგდით ფოლგის გამოყენებით, შპრიცით შეაგროვეთ. იმ შემთხვევში თუ ბურთულები ნაპრალებში აღმოჩნდა, მათი ამოღება რთული იქნება, გირჩევთ შემდეგს: დაყარეთ ქვიშა, შემდეგ კი ფუნჯის გამოყენებით ამოწმინდეთ და მოათავსეთ ქაღალდზე.

მას შემდეგ, რაც მორჩებით შეგროვებას და დარწმუნდებით, რომ არაფერი დარჩა, ყველა ნივთი რასაც კი იყენებდით შესაგროვებლად, მოთავსეთ წყლიან ჭურჭელში. ეს ჭურჭელი დადგით გრილ ადგილას, სითბოსგან მოშორებით. კვლავ დაუბრუნდით ოთახს სადაც გაგიტყდათ თერმომეტრი და იატაკი სველი გაწურული გაზეთით გაწმინდეთ. აიღეთ ტილო, დაასველეთ საპნიანი და სოდიანი წყლით, მოწმინდეთ კიდევ ერთხელ. ეს უკანასკნელი, ხელს უწყობს დარჩენილი ვერცხლის წყლის დაჟანგვას, ასევე მის აორთქლებას. მას შემდეგ, რაც მორჩებით ყველაფერს, დატოვეთ ფანჯრები ღია რამოდენიმე საათის განმავლობაში, 3-4 საათი მაინც.

აქვე გაგიჩნდებათ კითხვა, რა ვუყოთ დარჩენილ ნივთებს? დარეკეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურში აუხსენით რაც ხდება და იკითხეთ, სად არის მისატანი ნარჩენები. ასევე მიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც კი შეეხო ვერცხლისწყალი, ან იქვე იყო ახლოს, მაგ: ტილო, ტანსაცმელი, ზეწრები მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და სხვა ნარჩენებთან ერთად წაიღეთ.