წერო ხინკალი მესხურად - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ წერო ხინკალი

თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და თანდათანობით შეაზილეთ თბილი წყალი. მოზილეთ მაგარი, ელასტიკური ცომი. გააჩერეთ 15-20 წუთი.

გაყავით ცომი გუნდებად და თითოეული გააბრტყელეთ დაახლოებით 2 მმ სისქეზე. დაჭერით რომბებად ან კვადრატებად (ეს არის ე.წ. წერო ხინკალი).

დანაყეთ ნიორი და აურიეთ გატარებულ ნიგოზში.

აადუღეთ მარილიანი წყალი, ჩაყარეთ დაჭრილი ცომი და ხარშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.

პარალელურად ერბოში ან კარაქში მოხრაკეთ ხახვი.

ამოიღეთ მოხარშული ცომი ქაფქირით. ფენებად დააწყვეთ თეფშზე, თითოეულ ფენას მოაყარეთ ნიგვზისა და ნივრის მასა, ხახვი და მოასხით გამდნარი ერბო ან კარაქი.