როგორ გამოვიყენოთ პლასტმასის ბოთლის თავსახურები
კარის ფარდა

გსურთ თქვენს სახლს ფერები შემატოთ? დაამზადეთ ეს უნიკალური ფარდა: დაგჭირდებათ ბოთლების ფერადი თავსახური (ბევრი!), ხის ფიცარი, ძუა და ხრახნიანი კაუჭები. გააკეთეთ ნახვრეტები თავსახურებზე, მიამაგრეთ ისინი ძუაზე და შემდეგ მიღებული „მძივები“ მიამაგრეთ ხის ჩარჩოში ჩამაგრებულ ხრახნებს.
სარეცხის კალათა

კარგად ვენტილირებადი სარეცხი კალათის შესაქმნელად კიდევ სამი რამ დაგჭირდებათ: სქელი მუყაოს ნაჭერი, ცხელი წებოს პისტოლეტი და ცოტაოდენი ენთუზიაზმი.
აბაზანის ხალიჩა

ბოთლის თავსახურების დამაგრება ძუით დაგჭირდებათ: გაატარეთ ის ცხელი ნემსით გაკეთებულ ნახვრეტებში, ძაფებს შორის ჯვარედინი გადაკვეთით.
ყვავილის ქოთნები

ქოთანი დამზადებულია სარეცხი კალათის იგივე პრინციპით, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ძირი - ჩვეულებრივი ქოთანი - შიგნით უნდა დარჩეს.
ნაქსოვი სათამაშო

იცით ქსოვა? ონლაინ ათობით სახელმძღვანელო არსებობს, რომლებიც დაგეხმარებათ ქსოვის კაუჭისა და ძაფის გამოყენებით პლასტმასის ბოთლის თავსახური მინიატიურულ სათამაშოდ გადააქციოთ - მაგალითად, ამ საყვარელ კაქტუსად.