შუშის თავსახურები მუდამ სუფთა იქნება: როგორ მივაღწიოთ ამას მარტივად
დააყოვნეთ ცხელ, საპნიან წყალში
თავსახურების გასაწმენდად ყველაზე მარტივით დაიწყეთ: ჩაალბეთ ისინი საპნიან, ცხელ წყალში. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ძალიან ცხელი წყალი. როდესაც ჭუჭყი კარგად დარბილდება, შეგიძლიათ გადაწმინდოთ რბილი ღრუბლით ან მიკროფიბრის ხელსახოცით.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ლითონის რკალს (კიდეებს) და სახელურის გარშემო არსებულ ზონას, სადაც ძირითადად გროვდება ცხიმი. რბილი კბილის ჯაგრისი დაგეხმარებათ რთულად ხელმისაწვდომი ადგილების გაწმენდაში ისე, რომ ზედაპირი არ დაკაწროთ. თუ თავსახურს აქვს ორთქლის გამოსაშვები პატარა ხვრელი, ფრთხილად გაწმინდეთ მისი შიდა ნაწილიც.
საჭმელი სოდა წებოვან ნადებს აშორებს
საჭმელი სოდა სახლის დასუფთავებისას ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარეა. როდესაც თავსახურებზე წებოვანი, გაყვითლებული ცხიმი გროვდება, რომელსაც ჩვეულებრივი ჟელე ვერ აშორებს, სოდა მის დაშლაში დაგეხმარებათ.
დაიტანეთ მცირე რაოდენობით სოდა ნესტიან ღრუბელზე ან პირდაპირ ცხიმიან ადგილზე და ნაზად გახეხეთ წრიული მოძრაობებით. სოდის რბილი აბრაზიულობა აშორებს ნადებს შუშისა და უჟანგავი ფოლადის დაზიანების გარეშე. გაწმენდის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაამშრალეთ რბილი პირსახოცით, რათა წყლის ლაქები არ დარჩეს.
ძმარი შუშას პირვანდელ ბზინვარებას დაუბრუნებს
შუშის თავსახურების ამღვრევა ხშირად გამოწვეულია წყალში არსებული მინერალური ნადებებით (კირქვით) და საკვების მიკრონაწილაკებით და არა უბრალოდ ჭუჭყით. თეთრი ძმარი ამღვრევის მოსაშორებლად ყველაზე მარტივი გზაა. დაასველეთ ტილო ან ქაღალდის ხელსახოცი ძმარში და დააფინეთ ამღვრეულ ზედაპირზე რამდენიმე წუთით. შემდეგ კი სუფთა მიკროფიბრის ქსოვილით გადაწმინდეთ. უფრო მდგრადი ჭუჭყის მოსაშორებლად, აურიეთ ძმარი მცირე რაოდენობით სოდასთან, სანამ რბილ საწმენდ პასტას არ მიიღებთ.
გამოიყენეთ სპეციალური ანტიცხიმი სფრეი
შეასხურეთ და გააჩერეთ, შემდეგ კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში, ჭურჭლის სითხის გამოყენებით. გაავლეთ დიდხანს და დამდუღრეთ.
აცადეთ თავსახურებს ბოლომდე გაშრობა
მარტივი წესი, რათა თავსახურები უფრო დიდხანს დარჩეს სუფთა არის მათი ბოლომდე გაშრობა, სანამ მათ ერთმანეთზე დააწყობდეთ ან შესანახად შეინახავდით. ჩარჩენილმა ნესტმა შესაძლოა დატოვოს ლაქები, მინერალური კვალი და გამოიწვიოს ობის გაჩენაც კი რეზინის სადებებსა თუ სახელურების გარშემო. გარეცხვის შემდეგ კარგად გაამშრალეთ თავსახურები სუფთა პირსახოცით და შეინახეთ კარგად განიავებად სივრცეში.
საიდუმლო ლაიფჰაკი Rogor.ge-სგან
სახელურის პერიოდული მოხსნა
ყველაზე ტოქსიკური, ჩამჯდარი და გაქვავებული ცხიმი თავსახურებზე ზუსტად იმ ადგილას გროვდება, სადაც შუშას პლასტმასის ან ლითონის სახელური უერთდება (ხრახნის/ბოლტის გარშემო). ამ ადგილს ვერც ჭურჭლის სარეცხი მანქანა სწვდება და ვერც ჯაგრისი.
ინსტრუქცია: თვეში ერთხელ სახრახნისით ფრთხილად მოხსენით თავსახურს სახელური. დაინახავთ შავ, წებოვან ნადებს, რომელიც ბაქტერიების ბუდეა. მოათავსეთ მოხსნილი ნაწილები და თავად თავსახური სოდისა და ძმრის ნაზავში 10 წუთით, გაწმინდეთ ძველი კბილის ჯაგრისით და სახელური კვლავ თავის ადგილზე დაამაგრეთ. თავსახური ახალივით იპრიალებს!