უსაფრთხოების წესები სკოლის ექსკურსიაზე - გზამკვლევი - rogor.ge

უსაფრთხოების ოქროს წესები სკოლის ექსკურსიაზე: გზამკვლევი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის

ტრანსპორტის შემოწმება გამგზავრებამდე

უსაფრთხოება იწყება გზიდან. ნუ ენდობით მხოლოდ სატრანსპორტო კომპანიის სიტყვიერ გარანტიას.

საბუთები: მგზავრობის წინ აუცილებლად შეამოწმეთ მძღოლის ლიცენზია, ავტომანქანის ტექნიკური ინსპექტირების (ტექდათვალიერების) დოკუმენტი და დაზღვევა.

ვიზუალური შემოწმება: პირადად დარწმუნდით, რომ მიკროავტობუსის ან ავტობუსის ყველა სავარძელს აქვს გამართული უსაფრთხოების ღვედი.

სავალდებულო ატრიბუტები: ტრანსპორტში აუცილებლად უნდა იყოს ცეცხლმაქრი და სრული სამედიცინო პირველადი დახმარების აფთიაქი.

რა უნდა ჰქონდეს თითოეულ ბავშვს ჩანთაში?

წინა დღით მშობლებს გაუგზავნეთ აუცილებელი ნივთების სია. ზურგჩანთა არ უნდა იყოს ზედმეტად მძიმე, თუმცა მასში უნდა იდოს:

ინდივიდუალური აფთიაქი: თუ ბავშვს აქვს სპეციფიკური ალერგია ან საჭიროებს რეგულარულ მედიკამენტს, მშობელმა ის ჩანთაში უნდა ჩაუდოს და მასწავლებელიც გააფრთხილოს.

ტანსაცმელი: გამოსაცვლელი მაისური, წინდები, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი (ბუნებაში ამინდი სწრაფად იცვლება).

კვება და ჰიდრატაცია: მინიმუმ 1 ლიტრი სასმელი წყალი (არა გაზიანი სასმელები) და მშრალი, მალფუჭებადი საკვები (სენდვიჩი მაიონეზის გარეშე, ხილი, თხილეული).

ჰიგიენა: მზისგან დამცავი კრემი, კეპი, სველი და მშრალი ხელსახოცები.

პასუხისმგებლობების გადანაწილება უფროსებს შორის

ერთი მასწავლებელი ფიზიკურად ვერ გააკონტროლებს 25-30 ბავშვს. ოპტიმალური პროპორციით, ყოველ 7-10 ბავშვზე ერთი ზრდასრული (მასწავლებელი ან მშობელი) უნდა მოდიოდეს.

ჯგუფებად დაყოფა: დაყავით კლასი მცირე ჯგუფებად და თითოეულს მიამაგრეთ ერთი კონკრეტული მშობელი. ის პასუხისმგებელი იქნება თავისი ჯგუფის ბავშვების აღრიცხვასა და ვიზუალურ კონტროლზე ყოველი გაჩერებისას.

„მთავარი ექიმი“: უფროსებიდან ერთ-ერთს ჩააბარეთ დიდი სამედიცინო ჩანთა. მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომელ ბავშვს რა ჯანმრთელობის თავისებურება აქვს.

უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი მოსწავლეებისთვის ბუნებაში

13fe745efcafffed9c1be499a02928da-1779711027.png

სანამ ტრანსპორტიდან ჩამოხვალთ, ბავშვებს მკაცრად და მკაფიოდ აუხსენით ქცევის წესები ლოკაციების მიხედვით:

კლდეებთან და მთიან რელიეფზე: აკრძალულია ბილიკიდან გადახვევა და თვითნებური წინ გაჭრა.

სამკაულების, ტელეფონების ან ქვების გადაგდება/გადმოგდება ფერდობიდან კატეგორიულად იკრძალება (შესაძლოა ქვემოთ მყოფს დაეცეს).

სელფის ან ფოტოს გადასაღებად კლდის კიდესთან მიახლოება მკაცრად კონტროლდება უფროსების მიერ.

მდინარეებთან და წყალსატევებთან:წყალში ფეხის შესველება ან ბანაობა (თუნდაც წყალი არაღრმა ჩანდეს) კატეგორიულად აკრძალულია უფროსების ნებართვისა და მეთვალყურეობის გარეშე — მთის მდინარეებს სწრაფი და ფარული დინება აქვთ.

სველ და ხავსიან ქვებზე სიარული არ შეიძლება, რადგან მოცურების რისკი მაღალია.

ტყეში ყოფნისას:

ორიენტირი: ბავშვებს ყოველთვის უნდა ესმოდეთ უფროსების ხმა ან ხედავდნენ მათ. თუ ვინმე დაიკარგა, ოქროს წესია: დარჩეს იმავე ადგილას, სადაც მიხვდა, რომ დაიკარგა, და დაიწყოს ხმამაღლა ყვირილი ან სასტვენის გამოყენება.ფლორა და ფაუნა: აკრძალულია უცნობი კენკრის, სოკოს ან მცენარის ჭამა, ასევე ნებისმიერი მწერისა თუ ქვეწარმავლის ხელის შეხება.