როგორ გამოვიყენოთ დარჩენილი სააღდგომო კვერცხები – პრაქტიკული იდეები
კვერცხის კლასიკური სალათა
ეს ყველაზე სწრაფი და პოპულარული მეთოდია.
მომზადება: დაჭერით კვერცხები პატარა კუბებად, დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა, ცოტაოდენი მაიონეზი ან მდოგვი.
გამოყენება: ასეთი სალათა იდეალურია დილის ტოსტებზე წასასმელად ან სენდვიჩებისთვის.
შიგთავსიანი კვერცხები
თუ სტუმრებს ელოდებით, ეს საუკეთესო ცივი წასახემსებელია.
მომზადება: გაჭერით კვერცხი შუაზე, ამოიღეთ გული და გახსენით ის ცოტაოდენ არაჟანში, დაუმატეთ მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა. მიღებული მასა საკონდიტრო ტომრის საშუალებით ჩადეთ ისევ კვერცხის ცილაში.
ხრიკი: გემოს გასამრავალფეროვნებლად შეგიძლიათ შიგთავსს დაუმატოთ დაფქული ნიგოზი ან დაჭრილი მწნილი.
დამარინადებული კვერცხები
ეს მეთოდი კვერცხის შენახვის ვადასაც ახანგრძლივებს და მას პიკანტურ გემოსაც სძენს.
მომზადება: მოამზადეთ მარინადი (წყალი, ძმარი, შაქარი, მარილი და სანელებლები: მიხაკი, დაფნის ფოთოლი). მოათავსეთ გაფცქვნილი კვერცხები ქილაში, დაასხით მარინადი და შედგით მაცივარში. 24 საათში კვერცხი მზად იქნება.
დაამატეთ ხორცის კერძებში
მოხარშული კვერცხი ძალიან უხდება სხვადასხვა ტიპის ხორცის რულეტებსა და ღვეზელებს.
იდეა: თუ აცხობთ ხორცის ღვეზელს, შეგიძლიათ შიგთავსში დაჭრილი კვერცხი ჩაამატოთ – ეს მას უფრო ნოყიერსა და გემრიელს გახდის.
კვერცხი მაიონეზის სოუსში

მოხარშული კვერცხები გაჭერით შუაზე და ჩადეთ მაიონეზის სოუსში. მაიონეზი გახსენით ცოტა გადადუღებულ წყალში, დაუმატეთ სანელებლები: მარილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი და კამა.
