ყველაფერი გულთან მიაქვთ: დაბადების 3 ყველაზე მგრძნობიარე თარიღი
2 რიცხვში დაბადებულები
ნებისმიერი თვის 2 რიცხვში დაბადებული ადამიანები მთვარის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. მთვარე სიმბოლოა არაცნობიერისა და ინტუიციური სიბრძნის. როგორც "მთვარის შვილს", თქვენ გაქვთ საოცარი ემოციური სიღრმე. თქვენი გრძნობები მთვარის ფაზებივით ცვალებადია, რაც ხშირად იწვევს განწყობის მკვეთრ აღმასვლასა თუ დაცემას. როდესაც ამ შეგრძნებებს არა "ზედმეტ დრამატიზმად", არამედ შინაგან გზამკვლევად მიიღებთ, თვითშემეცნების არაჩვეულებრივ დონეს მიაღწევთ.
7 რიცხვში დაბადებულები
7 რიცხვში დაბადებულებს უძლიერესი ინტუიცია აქვთ. თქვენ დაკავშირებული ხართ ნეპტუნთან — პლანეტასთან, რომელიც სულიერ ტრანსფორმაციას განასახიერებს. ნუმეროლოგიაში რიცხვი 7 ინტუიციურ გამოღვიძებასთან ასოცირდება. თქვენი მგრძნობიარობა ყველაზე მეტად განმარტოებისას ვლინდება. მარტო ყოფნისას შეგიძლიათ ამოხსნათ რთული ჭეშმარიტებები და თქვენი მდიდარი შინაგანი სამყარო ხელოვნების, პოეზიის ან ვიზუალური ფორმით გამოხატოთ. თქვენი დანიშნულებაა, საკუთარი მგრძნობიარობის წყალობით სხვებს სიბრძნე და განკურნება გაუზიაროთ.
24 რიცხვში დაბადებულები
ვენერა — სიყვარულისა და მიჯაჭვულობის პლანეტა მართავს მათ, ვინც 24 რიცხვშია დაბადებული. თქვენ ბუნებით მზრუნველი ხართ და გარშემომყოფები მაგნიტივით მოიწევენ თქვენი სითბოსკენ. თქვენი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი თვისება საუბრის მანერაა, თუმცა სხვებს თქვენი "ოქროს გული" უფრო მეტად ატყვევებს. თქვენ გულწრფელად განიცდით სხვების ისტორიებს, არ იშურებთ კომპლიმენტებსა და მხარდაჭერას. ამ ღიაობისა და მგრძნობიარობის გამო ადამიანები თქვენ ყველაზე სანდო პიროვნებად მიგიჩნევენ.