როგორ შევინახოთ ავოკადო სწორად, რომ არ გაშავდეს: ექსპერტის ხრიკი - rogor.ge

როგორ შევინახოთ ავოკადო სწორად, რომ არ გაშავდეს: ექსპერტის ხრიკი

როგორც კალიფორნიის ავოკადოს კომისიის წევრი, მორინ კოტინგემი აღნიშნავს, მაგარი ავოკადო უნდა შევინახოთ სამზარეულოს ზედაპირზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით, რათა მან ბუნებრივად შეძლოს დამწიფება.

მისივე თქმით, პროცესის დასაჩქარებლად ავოკადო შეგიძლიათ მოათავსოთ ქაღალდის პაკეტში ბანანთან, ვაშლთან ან კივისთან ერთად. როდესაც ნაყოფი დამწიფდება, ექსპერტი გვირჩევს, ის მაცივარში გადავინახოთ.

როგორ მოქმედებს ავოკადოს ზეთი ქოლესტერინზე: დიეტოლოგებმა დაასახელეს 3 მთავარი სარგებელი

რაც შეეხება გაჭრილი ავოკადოს შენახვას, კოტინგემმა ხაზი გაუსვა მთავარ პრობლემას:

„ყველაზე დიდი გამოწვევაა, თავიდან ავიცილოთ რბილობის გაშავება ანუ დაჟანგვა, რაც ჰაერთან კონტაქტის დროს ხდება“.ამიტომ, გაჭრილ ავოკადოს კურკა არ ამოუღოთ, ზედაპირზე წაუსვით ლაიმის ან ლიმონის წვენი და მჭიდროდ შეახვიეთ საკვების შესაფუთ ფირში (სტრეიჩში).

„ავოკადოს შენახვისას მთავარია ჰაერთან კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა, რადგან სწორედ ჟანგბადი იწვევს ნაყოფის გაშავებას“, — განმარტა კოტინგემმა.

საკვები ფირის მარადიული პრობლემა მოგვარებულია: როგორ ვიპოვოთ ბოლო სულ რამდენიმე წამში