ფინანსური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს რომელი ნიშნები ელიან მოგებას 16-22 მარტს
ვერძი
მომავალი კვირა არ არის საუკეთესო დრო ახალი პროფესიული პროექტების დასაწყებად — ისინი წარუმატებელი აღმოჩნდება და ვერ გაამართლებენ მათზე დამყარებულ, პირველ რიგში, ფინანსურ მოლოდინებს.
კურო
ნუ დახარჯავთ ენერგიას, რომელიც ჭარბად გექნებათ, ნაკლებმნიშვნელოვან რუტინულ საქმეებზე — ამ დროს მხოლოდ მართლაც მნიშვნელოვან პროექტებს უნდა მოჰკიდოთ ხელი, რომლებიც სერიოზულ წარმატებასა და დიდ მოგებას გიქადიან.
ტყუპები
პროფესიული და, შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით წარმატების მიღწევის საშუალებას ახალი ცოდნა და ტექნოლოგიები მოგცემთ, რომლებიც გამოყენების შემთხვევაში უპრეცედენტო შედეგებს მოგიტანთ.
კირჩხიბი
ამ პერიოდში პროფესიული და ფინანსური წარმატების მთავარი პირობა კოლექტივში არსებული კომფორტული მორალური კლიმატი იქნება: მარტო წარმატებით მუშაობას და, შესაბამისად, კარგად გამომუშავებას ვერ შეძლებთ.
ლომი
მიმდინარე კვირა ამ ნიშნის წარმომადგენლებს არა მხოლოდ ბიზნესში მოუტანს იღბალს, არამედ მოულოდნელ — თუმცა სავსებით დამსახურებულ — მოგებასაც. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს თანხა არ დახარჯოთ და „ნათელი დღისთვის“, ანუ თქვენი ოცნებისთვის გადადოთ.
ქალწული
არ ღირს რისკიან ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ორგანიზატორები დიდ შემოსავალს გპირდებიან — ეს დაპირება, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული აღმოჩნდება.
სასწორი
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ფინანსებთან, კარგად — და სასურველია, არაერთხელ — უნდა აწონ-დაწონოთ: თუ ისინი მცდარი აღმოჩნდება, მატერიალური დანაკარგი სერიოზული იქნება.
მორიელი
პერიოდი ხელსაყრელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციისთვის: შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ ან გაცვალოთ ბინები, სახლები და მიწის ნაკვეთები. როგორიც არ უნდა იყოს გარიგება, ის აუცილებლად მომგებიანი აღმოჩნდება.
მშვილდოსანი
ნებისმიერ პროექტში ფულის ინვესტირებისას, რომელმაც დროთა განმავლობაში პასიური შემოსავალი უნდა მოგიტანოთ, აუცილებელია ყველა დეტალისა და ნიუანსის ზედმიწევნით გათვლა — სპონტანურობა კატეგორიულად დაუშვებელია.
თხის რქა
თუ რაიმე ფინანსური ან კარიერული მიზეზით არ ხართ კმაყოფილი თქვენი სამუშაო ადგილით, შეგიძლიათ დაფიქრდეთ საკუთარ ჰობიზე, როგორც საქმიანობაზე, რომელსაც კარგი შემოსავლის მოტანა შეუძლია.
მერწყული
ახლა მთავარია, მოწყდეთ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საზრუნავს, რომელიც მხოლოდ დროსა და ენერგიას გართმევთ და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ. კონცენტრირდით ერთ, მაგრამ მნიშვნელოვან პროფესიულ საკითხზე, რომელიც მოგებას მოგიტანთ.
თევზები
არ ღირს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი, მაშინაც კი, თუ ისინი ობიექტურად არ იქნებიან მართლები: ისინი ამას მაინც არ აღიარებენ, ხოლო თქვენს მდგომარეობაზე — მათ შორის, მატერიალურზე — ასეთი ჩხუბი ნეგატიურად აისახება.