ფინანსური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელის შემოსავალი 9 — 15 მარტს
ვერძი
კვირა ხელსაყრელია ნებისმიერი ფინანსური ოპერაციისთვის, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უძრავ ქონებას უნდა მიაქციოთ — წარმატებული იქნება როგორც არსებული საცხოვრებლის გაყიდვა, ისე ახლის ყიდვა.
კურო
პროფესიული და ფინანსური მიზნების მიღწევას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც მუშაობისა და დასვენების რეჟიმს სწორად გადაანაწილებს. დაიმახსოვრეთ: დაღლილობა და ემოციური გამოფიტვა ცუდი მოკავშირეებია.
ტყუპები
აქტიური მოქმედების დრო ჯერ არ დამდგარა. სამაგიეროდ, აუცილებელია სამომავლო პროფესიული გეგმების დასახვა. შედეგად, შეძლებთ ნებისმიერი, მათ შორის რთული ფინანსური საკითხების მოგვარებას.
კირჩხიბი
სანამ ახალი გეგმების რეალიზაციას დაიწყებდეთ, წარმატებით უნდა დაასრულოთ ძველი საქმეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებულ საქმეში ანაზღაურებას ვერ მიიღებთ, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ბიუჯეტზე.
ლომი
წარმატებას მხოლოდ ის ლომები მიაღწევენ, რომლებიც იმოქმედებენ საკუთარ ძალებსა და დასახული მიზნის სისწორეში ეჭვის შეუტანლად. თავდაჯერებულობა თქვენი მთავარი კაპიტალია.
ქალწული
ახალი, სერიოზული ფინანსური პერსპექტივების მქონე საქმის დაწყებისას სიჩქარე დაუშვებელია. თუ ყველა ნიუანსს ზედმიწევნით არ გათვლით, მოგების ნაცვლად შესაძლოა ზარალი მიიღოთ.
სასწორი
წარმატება ყველა სფეროში, მათ შორის ფინანსურში, მხოლოდ მათთან მოვა, ვინც შეძლებს იპოვოს „ოქროს შუალედი“ პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის.
მორიელი
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრაა. მოიშორეთ ყველა მეორეხარისხოვანი ამოცანა, რომელიც მხოლოდ დროსა და ენერგიას გართმევთ, რათა კონცენტრირდეთ დიდ მიზნებზე.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ ჩაატაროთ პატარა ექსპერიმენტი: უარი თქვით ყოველდღიურ, არააუცილებელ ხარჯებზე. დაზოგილი თანხის რაოდენობამ შესაძლოა თავადვე გაგაოცოთ.
თხის რქა
გინდათ თუ არა, ვარსკვლავები გირჩევენ, სიმძიმის ცენტრი მატერიალურიდან სულიერ სფეროზე გადაიტანოთ. დაფიქრდით იმაზე, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ფინანსური სიხარული არ არსებობს.
მერწყული
თუ პერსპექტიული იდეები თავისით არ მოდის, თავად დაკავდით მათი გენერირებით. ამ პერიოდში განხორციელებული შემოქმედებითი პროექტები სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ.
თევზები
მატერიალური პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ, ამ კვირაში თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევით მოგვარდება, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
როგორი იქნება მარტი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი