როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხრაშუნა ბადრიჯნის სალათა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ხრაშუნა ბადრიჯნის სალათა

ნაბიჯი 1: ბადრიჯნის მომზადება ბადრიჯანი გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაჭერით მსხვილ კუბიკებად. მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და აურიეთ. გააჩერეთ 10-15 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ ბადრიჯანი გამოუშვებს წვენს, რომელიც აუცილებლად უნდა გადაღვაროთ.

ნაბიჯი 2: ამოვლება ბადრიჯნის კუბიკებს მოაყარეთ სახამებელი (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სიმინდის, ისე კარტოფილის) და კარგად ამოავლეთ.

ნაბიჯი 3: შეწვა ღრმა ტაფაში ან სოტეინიკში ჩაასხით მცენარეული ზეთი. შეწვით ბადრიჯანი ყველა მხრიდან, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ, ხრაშუნა კანს.

ნაბიჯი 4: ბოსტნეულის დაჭრა პომიდორი დაჭერით მსხვილ კუბიკებად, ხოლო ქინძი წვრილად დაკეპეთ.

ნაბიჯი 5: აწყობა თეფშზე ჯერ დააწყვეთ შემწვარი ბადრიჯნის ფენა, შემდეგ ზემოდან მოაყარეთ პომიდორი, ქინძი და ისევ ბადრიჯანი.

ნაბიჯი 6: დასრულება ჩაის კოვზით დაამატეთ ხაჭოს ყველი (ან კრემ-ყველი) და ყველაფერს მოასხით ბალზამიკოს კრემი. რჩევა: ხაჭოს ყველი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოცარელათი, ფეტათი ან ბრინზათი.