თქვენ აღარ იხვრენთ: 4 მარტივი ჩვევა, რომელიც რეალურად გვეხმარება მშვიდ ძილში
რატომ ვხვრინავთ?
დაძინებისას ყელის კუნთები დუნდება, რის გამოც სასუნთქი გზები ვიწროვდება. ვიწრო სივრცეში გავლისას ჰაერი ქმნის ვიბრაციას - სწორედ ეს ხმა გვესმის, როგორც ხვრინვა.
თქვით უარი ალკოჰოლზე ძილის წინ
ალკოჰოლი კიდევ უფრო მეტად ადუნებს ყელის კუნთებს, ამიტომ ხვრინვა უფრო ხმამაღალი ხდება. ექიმი გვირჩევს, არ მივიღოთ სპირტიანი სასმელები დაძინებამდე მინიმუმ ოთხი საათით ადრე.
შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა ცხვირი თავისუფლად
გაჭედილი ცხვირი გაიძულებთ სუნთქვას პირით, რაც სიტუაციას აუარესებს. დახმარება შეუძლია ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებს, მარილწყლით გამორეცხვას ან სპეციალურ ცხვირის ზოლებს.
ამასთან, სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატები ყველასთვის არ არის რეკომენდებული. დიაბეტის, მაღალი წნევის, გულისა თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პირებმა წინასწარ უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. შესაძლო გვერდით ეფექტებს შორისაა პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გულისრევა ან ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
ნუ დაიძინებთ ზურგზე
როდესაც ადამიანი ზურგზე წევს, ენა შეიძლება უკან გადავარდეს და ნაწილობრივ გადაკეტოს სასუნთქი გზები. გვერდზე ძილი ხშირად საგრძნობლად ამცირებს ხვრინვას ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე.
დაიკელით წონაში მცირედით მაინც
ცხიმოვანი დაგროვება ხდება არა მხოლოდ მუცლის, არამედ ყელის არეშიც, რაც ავიწროებს სასუნთქ გზებს. ექიმის თქმით, წონის 5-10%-ით კლებაც კი საგრძნობ შედეგს იძლევა.
როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
თუ ხვრინვა ძალიან ხმამაღალია, ახლავს სუნთქვის შეჩერება ან დღის განმავლობაში ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, ეს შეიძლება ძილის სერიოზული დარღვევის ნიშანი იყოს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.