როგორ ავიღოთ ახალი დიზაინის ბიომეტრიული პასპორტი: გზამკვლევი
რა არის ბიომეტრიული პასპორტი?
ბიომეტრიული პასპორტი არის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი. ბიომეტრიული პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც დატანილია პასპორტის მფლობელი პირის პერსონალური მონაცემები - ბიომეტრიული ფოტოსურათი, ხელმოწერა და თითის ანაბეჭდები.
ვინ შეიძლება წარადგინოს განცხადება პასპორტის გაცემის თაობაზე?
1) პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადებას წარადგენს დაინტერესებული სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად.
2) არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირის კანონიერი წარმომადგენელი, მშობელი.
პასპორტის ასაღებად საჭირო დოკუმენტები სრულწლოვანებისთვის და არასრულწლოვანებისთვის:
სრულწლოვნებისთვის:
1) პირადობის ან პასპორტის მოწმობა ან ასლი;
2) ფოტოსურათი CD- დისკზე ჩაწერილი;
3) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შენიშვნა: დაკარგული პასპორტის განახლებისას, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ცნობა პოლიციიდან, ნათარგმნი ქართულ ენაზე.
არასრულწლოვანებისთვის:
არასრულწლოვანის ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად აუცილებელია განაცხადი გააკეთოს კანონიერმა წარმომადგენელმა.
-16 წლამდე საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა (თანხმობა შეიძლება გამოხატული იქნას უშუალოდ საკონსულო სამსახურში, ან შედგენილი იქნას სანოტარო წესით );
-9 წლიდან აუცილებელია არასრულწლოვანი გამოცხადდეს მშობელთან/მშობლებთან ერთად.
რა შეიცვალა?
ახალი დოკუმენტები გამოირჩევა გაძლიერებული უსაფრთხოებითა და თანამედროვე დამცავი ნიშნებით, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ვიზუალური მხარე კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
გარდა პასპორტისა, განახლებული დიზაინით გაიცემა:
დროებითი და მუდმივი ბინადრობის მოწმობები;დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები;ლტოლვილისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო დოკუმენტები.
მნიშვნელოვანი დეტალები:
ვადები: ახალ დოკუმენტებს მიიღებს ყველა, ვინც განაცხადს 6 ოქტომბრიდან გააკეთებს.
ძველი პასპორტები: თუ თქვენი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვალიდურია, მისი შეცვლა ვალდებული არ ხართ. ის ძალაში რჩება ვადის ამოწურვამდე.
ფასი: მიუხედავად ვიზუალური და ტექნოლოგიური განახლებისა, საფასური უცვლელი რჩება.
სად და როგორ გავაკეთოთ განაცხადი?
დოკუმენტის მისაღებად რამდენიმე გზა არსებობს:
1. ფიზიკური ვიზიტი
შეგიძლიათ მიმართოთ:
იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს (ქვეყნის მასშტაბით 126 ფილიალი მოქმედებს);
მობილურ იუსტიციის სახლებს;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს.
2. დისტანციური განაცხადი
თუ სახლიდან გაუსვლელად გსურთ პროცედურის გავლა, გამოიყენეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდი: sda.gov.ge