როგორ მოვამზადოთ ტრადიციული ჭახრაკინა სწორად - კლასიკური რეცეპტი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული ჭახრაკინა სწორად - კლასიკური რეცეპტი

ცომის მომზადება

თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. დააყოვნეთ 10 წუთი, სანამ არ ამოვა. შემდეგ დაამატეთ მარილი, ზეთი და ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი. უნდა მიიღოთ ძალიან ნაზი, ელასტიკური ცომი, რომელიც ხელზე ოდნავ გეწებებათ. გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 1-1.5 საათით.

როგორ აარჩიოთ სწორად ფქვილი, რომელი სახეობა რისთვის უნდა გამოიყენოთ

გულსართის მომზადება

chaxrakina-recepti-1770630516.jpg

ჭარხლის ფოთლები კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. მოაცილეთ უხეში ღეროები და ფოთლები დაჭერით წვრილად. ყველი გახეხეთ ან ხელით დააფშვენით. შეურიეთ ერთმანეთს დაჭრილი ფოთლები, ყველი და არაჟანი. თუ ყველი მარილიანი არ არის, დაამატეთ ცოტა მარილი.

chaxrakinas-recepti-1770630605.jpg

მნიშვნელოვანია: გულსართი ხელით კარგად ასრისეთ, რომ ფოთლები დარბილდეს და ყველი თანაბრად გადანაწილდეს.

chaxrakinis-momzadeba-1770630615.jpg

როგორ მოვაშოროთ ყველს მარილი — მარტივი და ეფექტური გზები

აწყობა და გამოცხობა

აფუებული ცომი გაყავით 2-3 ნაწილად. თითოეული ნაჭერი ხელით ოდნავ გააბრტყელეთ, შუაგულში მოათავსეთ გულსართი (გულსართი მოცულობით ცომზე მეტი უნდა იყოს). მოაგროვეთ ცომის ნაპირები თავზე და მოუკარით პირი. შემდეგ ხელით ფრთხილად გააბრტყელეთ, რომ მიიღოთ თხელი, წრიული ფორმა. შუაში გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი ორთქლის გამოსასვლელად.

გამოაცხვეთ 220-250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ზედაპირი კარგად არ დაიბრაწება (დაახლოებით 10-15 წუთი).

დასრულება

chaxrakina-1770630402.jpg

გამოღებისთანავე ცხელ ჭახრაკინას უხვად გადაუსვით კარაქი. ეს მას უფრო დაარბილებს და განსაკუთრებულ არომატს შესძენს.

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი იმერული ხაჭაპური სწორად - რეცეპტი ნაბიჯ-ნაბიჯ