ნოყიერი და ბიუჯეტური: როგორ მოვამზადოთ "შუბა" თინუსით
ბოსტნეულის მომზადება
მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და კვერცხი. გააცივეთ, გაფცქვენით და თითოეული ინგრედიენტი ცალ-ცალკე გახეხეთ მსხვილ სახეხზე (კვერცხის ცილა და გული შეგიძლიათ ერთად გახეხოთ ან ცალ-ცალკე, მოსართავად).
თევზის მომზადება
თინუსს გადაუწურეთ სითხე და ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ. თუ თევზი ზეთშია, შეგიძლიათ ცოტა ზეთი დაუტოვოთ სინაზისთვის.
ხახვის მომზადება (სურვილისამებრ)
ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად. თუ გსურთ, რომ სიმწარე არ ჰქონდეს, 5 წუთით დაასხით მდუღარე წყალი და შემდეგ გადაწურეთ, ან დაამარინადეთ ცოტა ძმარსა და შაქარში.
ფენების აწყობა
სალათა იწყობა ფენებად. თითოეულ ფენას (თევზის გარდა) შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა მარილი და წაუსვათ მაიონეზის თხელი ფენა.
I ფენა: გახეხილი კარტოფილი (ის საფუძველია და იწოვს თევზის წვენს).
II ფენა: თინუსი.
III ფენა: დაჭრილი ხახვი.
IV ფენა: გახეხილი სტაფილო.
V ფენა: გახეხილი კვერცხი.
VI ფენა: გახეხილი ჭარხალი.
დასკვნითი ეტაპი
ზემოდან ჭარხალს კარგად გადაუსვით მაიონეზი. შეგიძლიათ მორთოთ კვერცხის გულით ან მწვანილით.
მთავარი საიდუმლო: იმისათვის, რომ „შუბა“ მართლაც გემრიელი გამოვიდეს, ის მაცივარში მინიმუმ 2-4 საათით უნდა გააჩეროთ, რათა ფენები კარგად გაიჟღინთოს.

როგორ მოვამზადოთ მაიონეზი სახლის პირობებში, მაღაზიაში ნაყიდზე გემრიელი და ჯანსაღი რომ იყოს