როგორ განახლდა Chrome: გამოვიდა ბრაუზერის მასშტაბური ვერსია Gemini-სა და Nano Banana-ს ინტეგრაციით - rogor.ge

როგორ განახლდა Chrome: გამოვიდა ბრაუზერის მასშტაბური ვერსია Gemini-სა და Nano Banana-ს ინტეგრაციით

ძირითადი სიახლეები:Gemini-ს მუდმივი გვერდითი პანელი: ჩატბოტი ახლა ყოველთვის ხელმისაწვდომია. მას შეუძლია უპასუხოს კითხვებს იმ საიტის შესახებ, რომელიც გახსნილი გაქვთ, და რამდენიმე ჩანართიც (Tab) კი აღიქვას ერთიან კონტექსტად, რაც ძალიან მოსახერხებელია ფასებისა და პროდუქტების შესადარებლად.

collage-1769683377-lh-average-step-4-1769760144.jpg

Nano Banana-ს ინტეგრაცია: გვერდზე არსებული ნებისმიერი გამოსახულების რედაქტირება პირდაპირ ბრაუზერშია შესაძლებელი. შეგიძლიათ შეცვალოთ სტილი, შეიტანოთ შესწორებები ან ინტერნეტში არსებული მონაცემები ინფოგრაფიკად აქციოთ. ეს ყველაფერი ფაილის მოწყობილობაზე ჩამოტვირთვის გარეშე ხდება.

collage-1-1769683510-lh-average-step-4-1769760152.jpg

Google-ის სერვისებთან დაკავშირება: უახლოეს თვეებში შესაძლებელი გახდება Gemini-ს დაკავშირება Gmail-თან, YouTube-თან, Google Photos-თან და კომპანიის სხვა სერვისებთან. ამ შემთხვევაში ასისტენტი შეძლებს იმუშაოს პირად მონაცემებთან: მაგალითად, მოძებნოს საჭირო წერილები, შეადგინოს და გაგზავნოს შეტყობინებები, გააანალიზოს ფოტოები და ვიდეოები.

3-1769760168.jpg

AI-აგენტი Auto Browse: მას შეუძლია „კაპჩების“ (captcha) გავლა, ფორმების შევსება, პაროლებისა და საგადახდო მონაცემების შეყვანა, ბილეთების ყიდვა, გამოწერების გაფორმება, ანგარიშების შემოწმება, დოკუმენტების შეგროვება და ბინის მოძებნაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას რუტინული დავალებების შესრულება შეუძლია. ამასთან, საკვანძო ნაბიჯები, რომლებიც კონფიდენციალურ მონაცემებს ეხება (მაგალითად, ანგარიშში შესვლა ან ყიდვის დადასტურება), ადამიანის კონტროლის ქვეშ რჩება.

Gemini-ს გვერდითი პანელისა და Nano Banana-ს ფუნქციების გავრცელება მომხმარებლებში უკვე დაიწყო, ხოლო Auto Browse „უახლოეს თვეებში“ გამოჩნდება. თავდაპირველად აგენტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ AI Pro და Ultra ტარიფების გამომწერებისთვის აშშ-ში.