როგორ გავალესოთ ბლენდერის დანები სახლის პირობებში? მარტივი ხერხი - rogor.ge

ყავის საფქვავის ან ბლენდერის დანების გალესვა 1 წუთშია შესაძლებელი: საჭიროა მხოლოდ ერთი პროდუქტის დაფქვა

რით შეიძლება დანის გალესვა — ყველაზე მარტივი ვარიანტი

მათ, ვინც მიჩვეულია საყოფაცხოვრებო საკითხების დამოუკიდებლად მოგვარებას, სავარაუდოდ, ეცოდინებათ, როგორ გაალესონ ბლენდერის დანა ზუმფარის (ე.წ. „შკურკის“) მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მოწყობილობის დაშლა, დანების ამოღება და მათი მჭრელი პირის რამდენჯერმე ფრთხილად გასმა ქაღალდზე 35-40 გრადუსიანი კუთხით. ეს მეთოდი ბევრისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდანაა ცნობილი — ზუმფარის ნაცვლად შეიძლება სალესი ქვის გამოყენებაც და, პრინციპში, ეს დანებს საკმაოდ კარგად აცოცხლებს.

თუმცა, მათთვის, ვინც თავად ცდილობს დანების მჭრელი თვისებების აღდგენას, ზუმფარის ან ქვის გამოყენება საუკეთესო ვარიანტი არ არის. თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს უფრო უსაფრთხო, მაგრამ არანაკლებ ეფექტური გზა.

unnamed-1769500712.jpg

ცოტამ თუ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭის დაქუცმაცება დანებს სხვა მოწყობილობებზე არანაკლებ კარგად ლესავს, ამისთვის კი პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ გიწევთ. თქვენ მხოლოდ გჭირდებათ ერთი მუჭა მშრალი კვერცხის ნაჭუჭი ჩაყაროთ ბლენდერის, კომბაინის ან ყავის საფქვავის ჯამში, დაახუროთ თავსახური და ჩართოთ დაფქვის პროცესი 1 წუთით. შემდეგ მოხსენით თავსახური, გადაყარეთ ნაჭუჭისგან მიღებული ფხვნილი, მოწყობილობა კი გარეცხეთ და გააშრეთ.

ბუნებრივია, ხელოსანთან ვიზიტი, რომელიც პროფესიონალურად მოემსახურება თქვენს ტექნიკას, ამოიღებს დანებს, გარეცხავს, დაზეთავს და გალესავს — იდეალური ვარიანტია. ნაჭუჭის დაფქვა მას სრულად ვერ შეცვლის, თუმცა ეს მეთოდი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოწყობილობამ კიდევ გარკვეული დროით კარგად დააქუცმაცოს საკვები. ზოგადად, გალესვის ამ ხერხის გამოყენება მუდმივად შეგიძლიათ, მთავარია — ჯამში მხოლოდ მშრალი ნაჭუჭი ჩაყაროთ და პროცედურის შემდეგ ტექნიკა საგულდაგულოდ გაწმინდოთ.