როგორ იპოვოთ სიყვარული ონლაინ და არ გაებათ მახეში - rogor.ge

როგორ იპოვოთ სიყვარული ონლაინ და არ გაებათ მახეში

მკაფიოდ განსაზღვრეთ მიზანი

გაცნობის დაწყებამდე გულწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს - რას ეძებთ? სერიოზულ ურთიერთობას, მსუბუქ ფლირტს თუ უბრალოდ ახალ ნაცნობობას? თუ ეს მკაფიოდ არ იცით, დიდია შანსი, რომ იმედგაცრუება და ემოციური დაღლა განიცადოთ. როცა მიზანი ზუსტად იცით, მარტივია შეაფასოთ პროფილები და დაიწყოთ კომუნიკაცია თქვენთვის შესაბამის ადამიანებთან.

დააკვირდით “წითელ დროშებს”

თუ ადამიანი ზედმეტად დაჟინებულია, არათანმიმდევრულად იქცევა, ფულს გთხოვთ ან საუბარს ინტიმურ თემებზე სწრაფად გადაჰყავს - ეს არის სიგნალი, რომ სიფრთხილე გმართებთ. დაუჯერეთ ინტუიციას: თუ რაღაც არასწორად გეჩვენებათ, შეწყვიტეთ მიწერა. საკუთარი საზღვრების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია.

არ გააიდეალოთ პროფილები

სილამაზის ფილტრები, მკვეთრი ფოტოები და იდეალური აღწერები ხშირად ქმნის ილუზიას, რომელიც რეალობასთან საერთო არაფერს აქვს. პროფილს შეხედეთ როგორც სავიზიტო ბარათს, არა როგორც ადამიანის ნამდვილ სახეს.ნამდვილი თვისებები ჩნდება მხოლოდ რეალურ საუბარში და ქცევებში.

შეინარჩუნეთ ბალანსი კომუნიკაციაში

თუ თქვენ მუდმივად ინტერესს იჩენთ, ხოლო მეორე მხარე უყურადღებოდ გექცევათ - ეს არასწორი დინამიკაა. დააფიქსირეთ საზღვრები, ნუ დაკარგავთ საკუთარ თავს და ემოციებს ზედმეტად ნუ ჩააბარებთ ერთ ადამიანს, სანამ არ დარწმუნდებით მის გულწრფელობაში.

პირველი შეხვედრა - მხოლოდ უსაფრთხო ადგილას

თუ შეხვედრას გადაწყვეტთ, შეარჩიეთ საჯარო ადგილი, უთხარით მეგობარს ან ახლობელს სად მიდიხართ და ნუ იჩქარებთ პირად სიახლოვეს. გახსოვდეთ, ონლაინ ქიმია ყოველთვის არ ემთხვევა რეალობას - თქვენი უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია.

იყავით გულწრფელი

სიყალბე ყოველთვის იჩენს თავს. ნუ გადაამეტებთ, ნუ დამალავთ მნიშვნელოვან დეტალებს. გულწრფელობა ეხმარება იმაში, რომ ურთიერთობა სანდო და ჯანსაღ საფუძველზე აიგოს.

ნუ იჩქარებთ - დააკვირდით პროცესს

სიყვარული არ არის რბოლა. დააკვირდით როგორ ვითარდება კომუნიკაცია - გიცავს თუ არა თქვენი საზღვრები, რეალურად ინტერესდება თუ არა თქვენით?სწრაფად დაწყებული ურთიერთობები იშვიათად არის მდგრადი. ნელა და ბუნებრივად განვითარებული გრძნობები - ყველაზე მყარია.