როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ტომატის საწებელი, რომელიც იდეალურია ქაბაბთან, თევზთან და ხორცთან
ტომატის ბაზა: ტომატი გახსენით გადადუღებულ წყალში სასურველ სისქემდე, არც ძალიან თხლად და არც სქლად. თუ გაქვთ სახლში მომზადებული ტომატის საწებელი, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ.
ნიორი და ქინძი: ნიორი და ქინძი კარგად დანაყეთ ან დააბლენდერეთ. ნიორი ბევრი არ უნდა, 1 კბილი 1 ლიტრ საწებელზე სრულიად საკმარისია, რომ არ გადაფაროს ტომატის არომატი.

ხახვი: ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად - ასე მისი გემო სწრაფად შეიწოვება საწებელში და განსაკუთრებულ სიტკბოსა და არომატს მისცემს.
მოათავსეთ ტომატის მასა ჯამში, დაამატეთ ხახვი, დანაყილი ნიორი და ქინძი, შემდეგ კი მარილი, დაღერღილი წიწაკა და ძმარი გემოვნებით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს/კ. წითელი ტყემალი.
