ფსიქოპატის ამოცნობის მარტივი გზა: უბრალოდ შეხედეთ ხელებს
შეიძლება თუ არა ფსიქოპატის ამოცნობა ფსიქოლოგების, ტესტებისა და ხანგრძლივი დაკვირვების გარეშე?
როგორც აღმოჩნდა — კი. მეცნიერები აღნიშნავენ: ზოგიერთი ფიზიკური ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს ფსიქოპათიისკენ მიდრეკილებაზე. ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელი არის ხელები.
თითების თანაფარდობა
კვლევები აჩვენებს, რომ საჩვენებელი და ნეკა თითის სიგრძის თანაფარდობა დაკავშირებულია ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების დონესთან, რომლებიც კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება. რაც უფრო ძლიერია დისბალანსი, მით მაღალია აგრესიული ან მანიპულაციური ქცევის ალბათობა მომავალში. ბევრ ადამიანს, ვისაც ფსიქოპათური ნიშნები ახასიათებს, თვალსაჩინო განსხვავება აქვს თითების სიგრძეში .
ხელების დაჭერის მანერა
ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებენ არასიტყვიერ კომუნიკაციაზეც. ფსიქოპათური ნიშნების მქონე ადამიანები ხშირად ხელებს ფართოდ შლიან და მეტ სივრცეს იკავებენ, ვიდრე საჭიროა. ეს ქცევა არაცნობიერი დომინირების ჟესტად ითვლება.
ჩამორთმევის სიმძლავრე
ხშირად ფსიქოპატებს ახასიათებთ ზედმეტად ძლიერი, ზოგჯერ კი მტკივნეული ხელის ჩამორთმევა. ეს მხოლოდ ჩვევა კი არ არის, არამედ ძალაუფლებისა და კონტროლის დემონსტრირების საშუალება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელის ფორმა ან თითების სიგრძე ადამიანს ფსიქოპატს არ ხდის. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელიც სხვა ნიშნებთან ერთად უნდა შეფასდეს: მომხიბვლელობა, ემპათიის ნაკლებობა, მანიპულაციური ქცევა.
თუმცა ზოგჯერ საკმარისია ერთი ყურადღებიანი შეხედვა, რომ იგრძნოთ — თქვენს წინაშე ადამიანი დგას, ვისთანაც სჯობს უსაფრთხო დისტანცია დაიცვათ.