როგორია ჯანსაღი სნექი, რომელიც ენერგიის მოსამატებლად, სეირნობის დროს შეგიძლიათ მიირთვათ
შვრია
„დილით გასეირნებამდე მიირთვით მცირე პორცია შვრიის ფაფა. ეს ბოჭკოების შესანიშნავი წყაროა, რომელიც იძლევა ნელა მომნელებ ნახშირწყლებს ენერგიისთვის, არ იწვევს შაქრის მკვეთრ მატებას,“ – ამბობს კოლინგვუდი.
საუკეთესო არჩევანია დილის სეირნობის წინ.
ბერძნული იოგურტი კენკრით
პროტეინით მდიდარი კომბინაცია, რომელიც ენერგიასაც მოგცემთ და ანტიოქსიდანტებითაც გაგანებივრებთ.
„აირჩიეთ უბრალო ბერძნული იოგურტი, არა დამტკბარი ვერსია,“ – გვირჩევს ექსპერტი.
ბანანი და თხილის პასტა
თუ დროში შეზღუდული ხართ, ბანანი ერთი სუფრის კოვზი თხილის პასტით იდეალური სწრაფი ვარიანტია.
„სწრაფი ნახშირწყლები ენერგიისთვის, პლუს ცილა და ჯანსაღი ცხიმები სიმაძღრისთვის,“ – აღნიშნავს კოლინგვუდი. განაგრძეთ კითხვა