როგორ მოვაწყოთ სახლის ტერასა — 5 პრაქტიკული და ბიუჯეტური რეკომენდაცია
იატაკის სწორად შერჩევა
ტერასის იატაკი უნდა იყოს გამძლე და ადვილად მოსავლელი. თუ ძვირადღირებულ მასალაზე არ ფიქრობთ, კარგი ალტერნატივაა დეკინგი (ინგლ. decking საგემბანო ხის ფენილი, ხის ტერასა, საბაღე პარკეტი – ფილის მოდული ხის ზედაპირით, რომელსაც აგებენ სწორ იატაკზე) ან შეღებილი ბეტონის ფილები. დეკინგი გამოიყურება ელეგანტურად, ხოლო ბეტონი შეგიძლიათ გააფორმოთ შტამპირებული ტექსტურით ან ღია ფერით შეღებვით, რაც მას მეტად ესთეტიკურს გახდის.
მზისგან დაცვა ბიუჯეტურად
ძვირადღირებული პერგოლას (თანამედროვე საჩრდილობელი პერგოლა წარმოადგენს მოხერხებულ და ლამაზ კონსტრუქციას ღია სივრცის გადასახურად) ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტენტური გადახურვა ან ტექსტილის მყარი ტენტი, რომელიც ადვილად იკეცება. ასევე, მშვენიერი გამოსავალია ბამბუკის ან ხის ჰორიზონტალური ჟალუზები, რომლებიც მზის ჩასვლისას ან ქარის დროს შეგიძლიათ ჩამოშალოთ.
ავეჯი — პრაქტიკული და ხელმისაწვდომი
არ არის აუცილებელი ტერასისთვის სპეციალურად დამზადებული ძვირიანი ავეჯის ყიდვა. სცადეთ პადონებისგან გაკეთებული დივანი ან მაგიდა, რომელსაც კომფორტული ბალიშებით გააფორმებთ. ასევე, პლასტმასის ავეჯი იაფია, მსუბუქი და მარტივად გასაწმენდი.
გამწვანება და ბუნებრივი ელემენტები
ტერასას სიცოცხლეს მატებს მცენარეები. თუ დიდი ბიუჯეტი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის ან ხის გადაღებილი ყუთები ყვავილების ჩასარგავად. ხვიარა მცენარეები, მაგალითად იასამანი ან ვისტერია, სწრაფად დაფარავს კედლებსა და ღობეს, ქმნის ჩრდილს და ამატებს ბუნებრივ სილამაზეს.
განათება — ეფექტური მინიმალური ხარჯით
საღამოს ატმოსფეროს შესაქმნელად საკმარისია საბაღე მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები, რომლებსაც ელექტრო ხარჯი არ აქვთ. შეგიძლიათ დაამატოთ გირლანდის ნათურები ან LED ლენტები მოაჯირზე, რომ ტერასა გახდეს თბილი და მიმზიდველი ღამითაც.