როგორ დავიწვათ მუცლის ცხიმი 4 კვირაში: ტრენერის რჩევით 7 სასარგებლო წასახემსებელი
პროტეინის სმუზი
„ცილა — ყველაზე დამაკმაყოფილებელი მაკრონუტრიენტია, რაც ეხმარება მადის კონტროლში. პროტეინის სმუზი შეიძლება ძალიან მარტივად მოამზადოთ — უბრალოდ შეურიეთ პროტეინის ფხვნილი რძეს და გაყინულ კენკრას,“ — ამბობს გრეივსი.
პროტეინის ენერგეტიკული ბურთულები
„ეს შესანიშნავი ვარიანტია აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. შეგიძლიათ მოამზადოთ დიდი რაოდენობით და შეინახოთ მაცივარში ერთ კვირაზე მეტ ხანს,“ — განმარტავს ტრენერი.
მარტივი რეცეპტი პროტეინის ენერგეტიკული ბურთულებისთვის, რომელსაც შეგიძლიათ სახლში სწრაფად და დიეტურად მოამზადოთ:
- ინგრედიენტები (დაახლოებით 12–15 ბურთულასთვის)
- პროტეინის ფხვნილი – 1 ჩაის ჭიქა (შოკოლადის ან ვანილის გემოთი)
- შვრიის ფანტელი – 1 ჭიქა
- არაქისის კარაქი (ან ნუშის) – ½ ჭიქა
- თაფლი ან აგავას სიროფი – 2–3 სუფრის კოვზი
- დაფქული ჩია ან სელის თესლი – 1–2 სუფრის კოვზი (სურვილისამებრ)
- წყალი ან მცენარეული რძე – 2–3 სუფრის კოვზი (თუ მასა ძალიან მშრალია)
მომზადება
- დიდ ჯამში აურიეთ შვრიის ფანტელი, პროტეინის ფხვნილი და სურვილისამებრ — ჩია/სელის თესლი.
- დაამატეთ არაქისის კარაქი და თაფლი. კოვზით ურიეთ, სანამ შედარებით ერთგვაროვანი მასა არ მიიღება.
- თუ ნარევი მშრალია და არ იკვრება, ცოტაოდენი წყალი ან მცენარეული რძე დაამატეთ.
- ხელით გააკეთეთ პატარა ბურთულები (დაახლოებით კაკლის ზომის).
- დაალაგეთ ბურთულები ფირფიტაზე და შედგით მაცივარში მინიმუმ 30 წუთით, რომ გამაგრდეს.
ბერძნული იოგურტი
„მაღალი ცილის შემცველობის გარდა, ბერძნული იოგურტი დაბალკალორიულია, შეიცავს ცოტა ნახშირწყლებსა და შაქარს, ასევე ხელს უწყობს ნაწლავის ჯანმრთელობას პრობიოტიკების წყალობით. შეგიძლიათ მიირთვათ სუფთა, კენკრის დამატებით, ან აირჩიოთ უშაქრო არომატული ვარიანტი,“ — გვირჩევს გრეივსი.
ედამამე
ედამამე ნორჩი სოიოს მარცვლებია, რომელიც თავისი მდიდარი შემადგენლობით იდეალურია ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის.მდიდარია ცილით, B და C ვიტამინით, რკინით, მაგნიუმით და კალიუმით.
„ედამამე შესანიშნავი წყაროა ბოჭკოსთვის, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის ჯანმრთელობას,“ — აღნიშნავს ის.
ჰუმუსი და ბოსტნეული
„ბოსტნეული მდიდარია ბოჭკოთი, ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით, ხოლო ჰუმუსი — ცილითა და ჯანსაღი ცხიმებით. გამოიყენეთ სტაფილო, ნიახური, ბულგარული წიწაკა, კიტრი და სხვა,“ — გვირჩევს ფიტნეს-ტრენერი.
მოხარშული კვერცხი
„ერთ კვერცხში მხოლოდ 70–80 კალორიაა, თუმცა დაახლოებით 6 გრამ ცილას შეიცავს,“ — ამბობს ის.
ჩიას პუდინგი
„ჩია მდიდარია კალციუმით, მაგნიუმითა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში წონის კლების პერიოდში“ .