როგორ მოვამზადოთ ღორის გულიაში პომიდვრის და არაჟნის სოუსით - rogor.ge
როგორ მოვამზადოთ ღორის გულიაში პომიდვრის და არაჟნის სოუსით
- ხახვი დაჭერით თხელ ნახევარწრეებად, ხორცი — პატარა ნაჭრებად.
- გააცხელეთ ზეთი ტაფაში და ხორცი შეწვით ოქროსფრად.
- დაამატეთ ხახვი და კიდევ ცოტა ხნით შეწვით. შემდეგ შეურიეთ ფქვილი, მარილი და პილპილი.
- დაუმატეთ პომიდვრის პასტა და შაქარი. ერთი წუთის შემდეგ ჩაასხით იმდენი ცხელი წყალი, რომ ხორცი თითქმის დაიფაროს.
- მიიყვანეთ ადუღებამდე და რამდენიმე წუთი ხარშეთ. ბოლოს ჩაუმატეთ არაჟანი და კიდევ ცოტა ხნით გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე.
- საუკეთესოა კარტოფილის პიურესთან, მაკარონთან ან სხვა საყვარელ გარნირთან.