როგორ დავძლიოთ ძილის სურვილი
იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საშუალება, მიიღეთ კონტრასტული შხაპი. რაც უფრო მეტია ტემპერატურის ცვალებადობა, მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ძილის სურვილი დაგეკარგებათ და იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. როცა შხაპზე მხოლოდ ოცნებაა შესაძლებელი, მაშინ შეგიძლიათ ხელ-პირი დაიბანოთ ძალიან ცივი წყლით, ჩვეულებრივ ეს მეთოდი უმკლავდება ძილიანობას, მაგრამ ეფექტი ყოველთვის არ გრძელდება დიდხანს.
კოფეინი - ძილთან ბრძოლაში თქვენი ერთგული დამხმარე. დალიეთ მაგარი ყავა, განსაკუთრებით ეფექტურია უხსნადი (ნალექიანი). მაგრამ არ გადააჭარბოთ ნორმას, შესაძლებელია აგიწიოთ წნევა, ხოლო ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ დაივიწყოთ სიმხნევე. თუ დაფქვილი ყავა არ აღმოგაჩნდათ ხელთ, არ დაიდარდოთ, გამოდგება ხსნადი ყავაც, მაგრამ მას არ გააჩნია იმდენად დიდი ეფექტი როგორიც უხსნადს.