როგორ მოვამზადოთ კუსკუსის საზაფხულო სალათა
სოუსი:
საშუალო ზომის ჯამში აურიეთ: ზეითუნის ზეთი, ოხრახუში, ლიმონის წვენი, თაფლი, მდოგვი და წიწაკის ფანტელები. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
შენახვა:
სოუსი შეგიძლიათ 3 დღით ადრე მოამზადოთ. შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში მაცივარში.
სალათა:
საშუალო ქვაბში მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე. დაამატეთ კუსკუსი და მარილი. აურიეთ, დააფარეთ თავსახური და გადადგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 5 წუთით, შემდეგ დაშალეთ ჩანგლით და გადაიტანეთ დიდ ჯამში.
დაამატეთ რუკოლა და ოხრახუში და კარგად აურიეთ. შემდეგ ჩაამატეთ კიტრი, ავოკადო, პომიდორი, სიმინდი და ფეტა ყველი. ბოლოს დაასხით სოუსი და კვლავ მოურიეთ.
შეგიძლიათ სალათი (ავოკადოსა და სოუსის გარეშე) 1 დღით ადრე მოამზადოთ. შეინახეთ ჰერმეტულ ჭურჭელში მაცივარში. ავოკადო და სოუსი დაამატეთ მირთმევამდე.