როგორ ჩავრთოთ ნომრის ამოცნობის სერვისი? - rogor.ge

როგორ ჩავრთოთ ნომრის ამოცნობის სერვისი?

მაგთი

გაიგეთ ვინ გირეკავთ მაშინ, როცა შემომავალი ზარის დროს ნომერი დაფარულია.

სერვისი არ იმუშავებს, თუ ოპერატორს საიდანაც შემოგდით ზარი გააჩნია დაფარულო ნომრის ამოცნობის რაიმე შეზღუდვა ან ზარს არ ურთავს ინფორმაციას ნომრის შესახებ. ასევე, თუ ნომრის ამოცნობის ფუნქცია არ აქვს თქვენს ტელეფონს. გთხოვთ, გადაამოწმოთ სერვისის ჩართვამდე.

სერვისის აქტივაცია: 443 27687ან აპლიკაციით MyMagti

სერვისის ჩართვის ერთჯერადი ღირებულება: 30 დღიური სააბონენტო: 80 თეთრი

სერვისის დეაქტივაცია: 443 78672სერვისით ვერ ისარგებლებთ ნულოვანი ან მინუს ბალანსის შემთხვევაში, რადგანაც ამ დროს არ ხდება სერვისის სააბონენტოს ჩამოჭრა.

სილქნეტი/ჯეოსელი

გაიაქტიურე სერვისი კოდით: *106*7*1# OK

სერვისის დღიური ტარიფი - 0.50₾

განახლების პირობები:

აქტიური განახლებადი პაკეტის გათიშვის შემთხვევაში აბონენტებს უნარჩუნდებათ პაკეტის პირობა მისი ვადის ფარგლებში.თუ პაკეტის განახლების დროს ნომერი ჩართულია ორმხრივად და ანგარიშზე ფიქსირდება საკმარისი თანხა, პაკეტი ავტომატურად განახლდება. ხოლო ცალმხრივად/ორმხრივად გათიშული ნომრის ან არასაკმარისი თანხის შემთხვევაში, პაკეტი შეჩერდება (დაპაუზდება). არასაკმარისი თანხის გამო შეჩერებული პაკეტი ავტომატურად გაუქმდება დაპაუზებიდან 180 დღეში.

დაფარული ნომრის ამოცნობა შეუძლებელი იქნება, თუ გიკავშირდებიან ისეთი ქსელის/კოდის გამოყენებით, რომელსაც გააჩნია დაფარული ნომრის ამომცნობის შეზღუდვა (მაგ.: ანონიმური ზარი, ზოგიერთი საერთაშორისო ნომერი)

როგორ დავრეკოთ დაფარული ნომრით