როგორ გავზარდოთ მშვიდი და დამოუკიდებელი ბავშვი — რჩევები ბლოგერი დედისგან - rogor.ge

როგორ გავზარდოთ მშვიდი და დამოუკიდებელი ბავშვი — რჩევები ბლოგერი დედისგან

როგორ გავზარდოთ მშვიდი და დამოუკიდებელი ბავშვი?

ინსტაგრამ-ბლოგერმა Agda Reis-მა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგვიზიარა რჩევები, თუ როგორ გავზარდოთ ბავშვი, რომელსაც შეუძლია მშვიდად ცხოვრება და თან იყოს თავდაჯერებული და პასუხისმგებლობიანი.

მისი თქმით, მშვიდობა სინამდვილეში დამოუკიდებლობის შედეგია. ხშირად კი სწორედ შეზღუდვებიდან იწყება ბავშვური ისტერიკა — განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს შეზღუდვები სრულიად გაუმართლებელია.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ბავშვის დამოუკიდებლობა და შინაგანი სიმშვიდე?

  • აყალიბებს თავდაჯერებას, თვითშეფასებასა და მოტივაციას;
  • აძლევს ბავშვს განცდას, რომ საკუთარ ცხოვრებაზე თავად აქვს გავლენა;
  • ხელს უწყობს სოციალური ურთიერთობების განვითარებას და მათში საკუთარი როლის დანახვას;
  • ასწავლის ემპათიას და დახმარების უნარს;
  • ხელს უწყობს შინაგან მოტივაციას — ბავშვი თავად ეძებს მოქმედების მიზეზებს;
  • აძლევს რწმენას, რომ დამოუკიდებლად შეუძლია თავის გართმევა;
  • აჩვევს გადაწყვეტილებების მიღებას და პასუხისმგებლობის აღებას;
  • ავითარებს უნარებს, როგორიცაა მოთმინება, კონცენტრაცია, თვითდახმარება და თავდაჯერება;
  • აძლევს უფლებას იცხოვროს სრულფასოვნად და ისწავლოს ცხოვრებისეული გაკვეთილები;
  • ზრდის ბედნიერად და ჯანსაღად — ბავშვი სიამოვნებას იღებს საკუთარი ძალებით მიღწეული წარმატებებით.

რას ნიშნავს ბავშვთან სწორი დამოკიდებულება?

ბავშვს სივრცე უნდა მიეცეს განვითარებისთვის. დამოუკიდებლობის გზა სწორი და პირდაპირი არ არის — ხანდახან უკან დახევა, შემდეგ წინსვლა ბუნებრივი პროცესია.

პატარა ბავშვები ხშირად გადიან მშობლების კომფორტის ზონიდან — რაც მშობლებს აშინებთ. ისინი მიდიან, ბრუნდებიან, ეძებენ დაცვას, შემდეგ ისევ მიდიან… ასე სწავლობენ ცხოვრებას.

მშობლის ამოცანაა — აღიაროს და ენდოს ბავშვის ბუნებრივ სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ. ამ გზით ის იზრდება — მშვიდად, თავდაჯერებულად და ბედნიერად.

რჩევები

მიეცით არჩევანის შესაძლებლობა

ბავშვს ხშირად სურს საკუთარი თავის გამოხატვა. ეს არ უნდა იყოს „მორჩილების“ წესი — დაანახეთ, რომ მის აზრს აქვს ფასი.

მაგალითი: "გინდა მწვანე პერანგი ჩაიცვა თუ ლურჯი?" — არჩევანის მიცემა დამოუკიდებლობის გრძნობის გაღვივებაა.

დაუშვით შეცდომების დაშვება

არ დაიცვათ ბავშვი ზედმეტად. შეცდომებიც სწავლის ნაწილია. როცა პატარა თვითონ გამოასწორებს რაღაცას, რწმენას იძენს, რომ შეუძლია პრობლემების გადაჭრა.

არ თქვათ: „ნახე, ხომ გეუბნებოდი!“ამის ნაცვლად თქვით: „რა გაიგე ამ შეცდომიდან?“

სთხოვეთ დახმარება ყოველდღიურ საქმეებში

ის, რომ ბავშვს ვაწვდით ყველაფერს მზად, არ ნიშნავს რომ ვზრუნავთ მასზე სწორად. სთხოვეთ, დაგეხმაროთ მარტივ საქმეებში — თავის ნივთების მოწესრიგებაში, სუფრის გაშლაში ან ტანსაცმლის დაყენებაში.ასე იგრძნობს: რომ სანდოა და შეუძლია პასუხისმგებლობის აღება.

არ ჩაერიოთ მაშინვე

თუ ხედავთ, რომ ბავშვს რაიმეს გაკეთება უჭირს, მოითმინეთ! მიეცით დრო და სივრცე თვითონ სცადოს.

თქვენი როლია: დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში რბილი მინიშნება, არა სრული ჩარევა.

გამოიყენეთ „შექების ძალა“ — მაგრამ ჭკვიანურად

არ შეაქოთ ბავშვი მხოლოდ შედეგისთვის („მშვენივრად დახატე“), შეაქეთ მცდელობისთვის და ძალისხმევისთვის.

მაგალითი: „მომეწონა, როგორ ითმენდი, როცა არ გამოგდიოდა — არ დანებდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

ეს რჩევები დაეხმარება ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების რწმენაში და მშვიდად, თავდაჯერებულად გაუყვება ზრდის გზას