რა არის მენსტრუაციული შაკიკი და როგორ დავაღწიოთ თავი მას? - rogor.ge

რა არის მენსტრუაციული შაკიკი და როგორ დავაღწიოთ თავი მას?

რატომ იწყება მენსტრუაციული შაკიკი?

მენსტრუაციული შაკიკის ძირითადი მიზეზი ესტროგენის დონის მკვეთრი ვარდნაა. ეს ჰორმონი ორგანიზმში მცირდება:

  • მენსტრუაციის წინ
  • ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ
  • მენოპაუზის პერიოდში
  • ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან IVF მკურნალობისას

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მენსტრუაციულ შაკიკზე გავლენას ახდენს ასევე პროსტაგლანდინი – ჰორმონოპოდობილი ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს ოვულაციის, საშვილოსნოს შეკუმშვისა და ანთებითი პროცესების რეგულირებაში.

როგორ ხდება მენსტრუაციული შაკიკის დიაგნოსტიკა?

მკურნალმა შესაძლოა დაგისვას შემდეგი კითხვები:

გრძნობთ თუ არა შაკიკს ოვულაციის ან მენსტრუაციის პერიოდში?

იყენებთ თუ არა ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს და როგორ მოქმედებს ისინი თქვენს მდგომარეობაზე?

როგორ შეიცვალა შაკიკი ორსულობის, მშობიარობის ან ჰორმონული მკურნალობის შემდეგ?

ასევე სასურველია შაკიკის დღიურის წარმოება – მინიმუმ 3 თვის განმავლობაში აღნიშვნა მენსტრუაციისა და შაკიკის ეპიზოდების თარიღების შესახებ.

მენსტრუაციული შაკიკის მკურნალობა

თუ შაკიკი გაწუხებთ, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. მკურნალობა მოიცავს სამ ძირითად სტრატეგიას:

შეტევის მკურნალობა

თავის ტკივილის დაწყებისას რეკომენდებულია ტრიპტანების ჯგუფის მედიკამენტები (სუმატრიპტანი, ელეტრიპტანი, ზოლმიტრიპტანი), რომლებიც ხშირად ნაპროქსენთან ან იბუპროფენთან ერთად ინიშნება.

მძიმე შემთხვევებში ინექციები (ტრიპტანები, დიჰიდროერგოტამინი) უფრო სწრაფ ეფექტს იძლევა.

მოკლევადიანი პრევენცია

მენსტრუაციამდე 5-7 დღით ადრე შესაძლებელია შემდეგი პრეპარატების მიღება:

ნესტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იბუპროფენი, ნაპროქსენი)

ჰორმონოთერაპია (ესტროგენის შემცველი გელები, პლასტირები, აბები)

ტრიპტანები (პერიოდულად, მენსტრუაციისას მიღებისას ამცირებს შაკიკის სიხშირეს)

ამერიკელი სპეციალისტები შაკიკის დროს მაგნიუმის ოქსიდის მიღებასაც გვირჩევენ, თუმცა სხვა ქვეყნების სამედიცინო გაიდლაინებში ეს რეკომენდაცია არ შედის.

ხანგრძლივი პრევენცია

თუ მენსტრუაციული შაკიკი ხშირად გაწუხებთ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ჰორმონული კონტრაცეპტივების უწყვეტი მიღება, რაც ესტროგენის დონის ვარდნას თავიდან აგარიდებთ.

მნიშვნელოვანია ექიმთან განხილვა, თუ გაქვთ:

  • გულის დაავადებები
  • ინსულტის რისკი
  • თრომბოზისკენ მიდრეკილება

მენსტრუაციული შაკიკი სერიოზული, მაგრამ მართვადი მდგომარეობაა. შესაფერისი მკურნალობა დაგეხმარებათ სიმპტომების შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

შაკიკი აღარ გექნებათ: როგორი პროდუქტები უნდა მიირთვათ - სია ექიმებისგან