ფრანგული მაკარონი ჟოლოს ჯემით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მაკარონი ჟოლოს ჯემით

მოამზადეთ მაკარუნის ცომი

გაცერით ნუშის ფქვილი და შაქრის პუდრა, რომ მიიღოთ ჰაეროვანი, ერთგვაროვანი ფქვილის ნაზავი.კვერცხის ცილა მოათავსეთ სუფთა, მშრალ თასში და დაიწყეთ ნელა თქვეფა მიქსერით.როცა ცილა მსუბუქად აქაფდება, დაამატეთ ლიმონის წვენი და თანდათან დაამატეთ შაქარი, განაგრძეთ თქვეფა, სანამ ცილა პრიალა და მტკიცე მასად არ გადაიქცევა.

თუ გსურთ ფერის დამატება, ჩაწვეთეთ საკვები საღებავი და აურიეთ.

ცილის მასას ფრთხილად შეურიეთ ნუშის ფქვილისა და შაქრის პუდრის ნაზავი, ნელ-ნელა აურიეთ სპატულით , სანამ ცომი არ გახდება პრიალა და რბილი.

ცომი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში და პერგამენტით დაფარულ საცხობ სინზე პატარა წრიული ფორმები დაასვით.

სინი მსუბუქად დააკაკუნეთ ზედაპირზე, რომ ჰაერის ბუშტუკები გამოვიდეს. დატოვეთ მაკარონები ოთახის ტემპერატურაზე 30-40 წუთის განმავლობაში, რომ ზედაპირი შეშრეს და ხელით შეხებისას არ ეკრობოდეს.

გამოაცხვეთ მაკარონი

გახურეთ ღუმელი 150°C-ზე.შედგით მაკარუნის ბისკვიტები 12-15 წუთით, სანამ ქერქი ოდნავ გამკვრივდება და ზედაპირი პრიალა დარჩება.

გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ სრულად სინზე.

2-1738924252.jpg

მოამზადეთ ჟოლოს ჯემი

პატარა ქვაბში ჩაყარეთ ჟოლო, შაქარი და ლიმონის წვენი. მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე, თან მუდმივად ურიეთ. როცა ჟოლო დარბილდება, დაამატეთ წინასწარ გახსნილი სახამებელი და განაგრძეთ მოხარშვა, სანამ ჯემი შესქელდება (დაახლოებით 5 წუთი).

გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

1-1738924231.jpg

მაკარუნის ნახევარი ბისკვიტი ამოარჩიეთ და თითოეულზე ჩაასხით ½ ჩ.კ. ჟოლოს ჯემი. დააფარეთ მეორე ნახევარი ბისკვიტით და მსუბუქად დააწექით, რომ შიგთავსი თანაბრად გადანაწილდეს.მაკარუნები შედგით მაცივარში მინიმუმ 12 საათით – ასე უკეთ გაუჯდება არომატები.

როგორ მოვამზადოთ ტორტი „ყავის ქაფი“: ნაზი და ჰაეროვანი დესერტის რეცეპტი