ლაზანიას რეცეპტი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ლაზანია საქონლის ფარშით, სოუსით და ყველით

გააცხელეთ ღუმელი 190°C (375°F) ტემპერატურაზე.

ხორცის ფენის მომზადება: დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი საშუალო ცეცხლზე.

დაამატეთ ხახვი და მოშუშეთ 4–5 წუთი, სანამ დარბილდება.

დაუმატეთ ნიორი და მოშუშეთ კიდევ 1 წუთი.

ჩაუშვით ფარში და შუშეთ, სანამ კარგად შეწითლდება (დაახლოებით 8-10 წუთი).

დაამატეთ მარინარას სოუსი (იყიდება მზა), მარილი და პილპილი. აურიეთ და დაბალ ცეცხლზე 10 წუთით მოამზადეთ.

ყველის ნარევის მომზადება: დიდ თასში შეურიეთ სულგუნი, 1/2 ჭიქა პარმეზანი, კვერცხი, მარილი, პილპილი და რეჰანი ან ოხრახუში.

გამოსაცხობი ფორმის მომზადება: აიღეთ 23x33 სმ გამოსაცხობი ფორმა და მსუბუქად წაუსვით ზეთი.

ფორმის ძირზე თანაბრად გადაანაწილეთ 1 ჭიქა მარინარას სოუსი.

ფენების აწყობა: სოუსზე დააწყვეთ ლაზანიას ფირფიტების ფენა (ჩაყარეთ მდუღარე წყლიან ქვაბში რამდენიმე წუთით). ფირფიტებზე გადაანაწილეთ ყველის ნარევი. ყველის ფენაზე გადაანაწილეთ ხორცის სოუსიანი მასა.

გაიმეორეთ ფენები, სანამ ინგრედიენტები არ ამოიწურება. ბოლო ფენად დადეთ ლაზანიას ფირფიტები და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი სულგუნი და პარმეზანი.

ლაზანიას გამოცხობა: ფორმას ფოლგა დააფარეთ და აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში.

მოხსენით ფოლგა და გააგრძელეთ გამოცხობა კიდევ 15-20 წუთით, სანამ ყველი ოქროსფერი არ გახდება.

დასვენება და სერვირება: გამოდგით ლაზანია ღუმელიდან და დატოვეთ 10-15 წუთი, რომ ოდნავ გაცივდეს. დაჭერით სასურველ ზომებად და მიირთვით.

როგორ მოვამზადოთ მაკარონი ძალიან გემრიელად - Philly Cheesesteak Pasta