როგორ მოვუაროთ სპატიფილუმს, რომ იყვავილოს
Balcony Garden Web-ის ექსპერტის თქმით, სპატიფილუმის შეძენისას უნდა აირჩიოთ „ზრდასრული“ მცენარე.
„საუკეთესო შედეგის მისაღწევად შეიძინეთ სრულად განვითარებული მცენარე; ახალგაზრდა სპატიფილუმი არ ყვავილობს,“ – გვირჩევს მებაღე. მისი თქმით, საუკეთესო არჩევანი ერთ ან ორ წელს მიღწეული მცენარეა.
თუ თქვენ უკვე გაქვთ სპატიფილუმი, მისი ყვავილობის სტიმულირება ასევე შესაძლებელია, თუმცა საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობის შესრულება.
მებაღემ აღნიშნა, რომ სპატიფილუმს სჭირდება დიდი რაოდენობით სინათლე, ამიტომ მცენარე უკეთესად გაიზრდება ფანჯრის მახლობლად. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მცენარის ფესვების სივიწროვე. თუ ქოთანი დიდი არ იქნება, მცენარე ენერგიას ყვავილობაზე მიმართავს და არა ფესვთა სისტემის გაფართოებაზე.
ექსპერტის თქმით, სპატიფილუმის ყვავილობას ხელს შეუწყობს ჰიბერელინის მჟავა, რომელიც ხშირად შედის მცენარეთა სასუქების შემადგენლობაში.
მებაღემ ასევე აღნიშნა სწორი ტემპერატურის შენარჩუნების მნიშვნელობა. ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს +18-დან +26 გრადუსამდე, ხოლო ტემპერატურის მერყეობა სპატიფილუმს სტრესში აგდებს და ხელს უშლის მის ყვავილობას.
წყარო: express