როგორ გახდა რეზო გაბრიაძის საათიანი კოშკი თბილისის სიმბოლო
რა უნდა იცოდეთ რეზო გაბრიაძის საათის კოშკზე
ეს კოშკი მარიონეტების თეატრის ნაწილია, რომელიც ასევე რეზო გაბრიაძის შემოქმედებაა. გენიალურმა ქართველმა რეჟისორმა, სცენარისტმა და მხატვარმა გაბრიაძემ შექმნა კოშკი, რომელიც როგორც არქიტექტურული, ისე კულტურული თვალსაზრისით უნიკალურია.
კოშკის საათის თავზე ლამაზად მოხატული კარი მდებარეობს, რომელიც საათში ერთხელ იღება და იქიდან ანგელოზი გამოდის. ანგელოზი ზარს რეკავს და სწორედ ამ მომენტში სურვილი უნდა ჩაიფიქრო.
კოშკის ქვეშ მდებარე მცირე თოჯინების თეატრში დღეში ორჯერ, 12:00 და 19:00 საათზე, იმართება მინი-სპექტაკლი „ცხოვრების წრებრუნვა“, რომელიც სიყვარულის ისტორიას აცოცხლებს.
გარდა ამისა, კოშკის ქვედა ფასადზე განთავსებულია ორი კერამიკული პანო, რომელიც რამდენიმე ასეული ფილითაა აწყობილი. ეს ფილებიც რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა, რაც ნაგებობას დამატებით უნიკალურობას სძენს.
რეზო გაბრიაძის საათის კოშკის მსოფლიო აღიარება
ამ უნიკალურმა არქიტექტურული ნაგებობამ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. 2019 წელს, ამერიკულმა ინტერნეტგამოცემა Atlas Obscura-მ რეზო გაბრიაძის კოშკი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ არქიტექტურულ საათების ძეგლებს შორის შეიყვანა.
კოშკის მშენებლობის შესახებ
კოშკის მშენებლობასთან დაკავშირებით, რეზო გაბრიაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორი გრძნობა ჰქონდა დროის მანქანაში ჩაჯდომისას, როდესაც არქიტექტურული ორნამენტების კვლევას იწყებდა. ის შუა საუკუნეების ბიზანტიურ სამყაროში მოგზაურობას ადარებდა ამ პროცესს და აღნიშნა, რომ ორნამენტებმა, რომლებიც უხვად შემორჩა ბიზანტიისგან, დიდი გავლენა მოახდინა მის ნამუშევრებზე.
კოშკის მშენებლობაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ რეზო გაბრიაძის მეგობრები და კოლეგები, არამედ გამოცდილი ხელოსნები, რომლებმაც სიცოცხლე შთაბერეს მის იდეებს.
თბილისის მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა
რეზო გაბრიაძის საათიანი კოშკი თბილისის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აერთიანებს ისტორიას, კულტურასა და თანამედროვეობას. ეს ნაგებობა არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავია, არამედ მისი თითოეული დეტალი დამთვალიერებელს განსხვავებულ ისტორიას უყვება.
რეზო გაბრიაძის საათის კოშკი მდებარეობს თბილისში, შავთელის ქუჩაზე, ისტორიულ უბანში, ახლოს ძველ ქალაქთან. ეს კოშკი "მარიონეტების თეატრის" შენობის ნაწილია და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ქალაქში.
ფოტო: likealocal.travel
მომზადებულია gabriadze.com -ის მიხედვით