როგორ მოამზადოთ "ბაბაგანუში" ბადრიჯნისგან
გარეცხეთ ბადრიჯანი და გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით. კბილის ჩხირით მთელ ზედაპირზე დაჩხვლიტეთ, წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე.
გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში . ბადრიჯნებს დააფარეთ ფოლგა და დატოვეთ გასაცივებლად. შემდეგ კოვზით ამოიღეთ ბადრიჯნის გული თასში.
მწვანილი წვრილად დაჭერით.
ბადრიჯნებს დაუმატეთ დაჭერილი ნიორი, ტაჰინის პასტა, პაპრიკა, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, დაფქული შავი პილპილი და მარილი. გდააბლენდერეთ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი. ბაბაგანუში მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ მწვანილი.