როგორ მოქმედებს სირბილი სახსრებზე? - rogor.ge

როგორ მოქმედებს სირბილი სახსრებზე?

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც დარბიან, ნაკლებად აღენიშნებათ ოსტეოართრიტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუხლის დაზიანებები ხშირად ხდება არა თავად სირბილის გამო, არამედ დამატებითი ფაქტორების გამო, როგორიცაა არასწორი ტექნიკა, შეუსაბამო ფეხსაცმელი და ზედაპირი, რომელზეც ტარდება ვარჯიში.

სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად, აირჩიეთ სწორი ფეხსაცმელი. ის კომფორტული უნდა იყოს, მყარად იყოს მასში ტერფი და ჰქონდეს ამორტიზაციის უნარი. ასევე, ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში გამოიყენეთ ორთოპედიული ღაბაშები. ირბინეთ რბილ ზედაპირებზე, როგორიცაა ბალახი, გრუნტი, ქვიშა ან სარბენი ბილიკი. მოერიდეთ სირბილს ასფალტზე, ბეტონზე ან სხვა მყარ ზედაპირებზე, რომლებიც აძლიერებენ დატვირთვას თქვენს მუხლებს. გარდა ამისა, ირბინეთ სწორ ზედაპირებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრავმის ალბათობა იზრდება.

ასევე ყურადღება მიაქციეთ სირბილის ტექნიკას - ზურგი უნდა იყოს სწორად, მხრები მოდუნებული და თავი აწეული. გადადგით მოკლე, ხშირი ნაბიჯები, დაეშვით ფეხის წინა მხარეს. გაგრძელება