როგორ მიხვდეთ, გაქვთ თუ არა საკვებისადმი დამოკიდებულება - rogor.ge

როგორ მიხვდეთ, გაქვთ თუ არა საკვებისადმი დამოკიდებულება

თქვენ ჭამთ იმაზე მეტს, ვიდრე დაგეგმეთ, მიუხედავად იმისა, რომ დანაყრებული ხართ.

თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი საკვების მიღება.

დიდ დროს ხარჯავთ კონკრეტული საკვების მოძიებაზე, ჭამაზე, ჭარბი ჭამის შემდეგ მონელებაზე.

გამუდმებით გინდათ რაღაც კონკრეტულის ჭამა.

თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა.

თქვენ აგრძელებთ ჭამას, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო სხვებთან ურთიერთობა უარესდება.

უარს ამბობთ რაიმე აქტივობაზე საკვების გამო.

აგრძელებთ ჭამას მაშინაც კი, თუ ეს საფრთხეს გიქმნით. მაგალითად, თქვენ მართავთ მანქანას.

სენდვიჩს უბრალოდ ერთი ხელით კი არ იდებთ პირში, არამედ ხელი გაუშვით საჭეს, რომ სენდვიჩის სოუსში კარტოფილი ჩააწოთ.

საკვებზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, მიუხედავად ჭამით გამოწვეული უარყოფითი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური შედეგებისა. მაგალითად, თქვენ იცით, რომ დაგეწყებათ დიარეა, მაგრამ მაინც ჭამთ იმ კონკრეტულ საჭმელს.

გრძნობთ, რომ უფრო მეტი საკვები გჭირდებათ, რომ დაკმაყოფილდეთ მომავალში. ჭამის შეწყვეტის შემდეგ გრძნობთ დაუკმაყოფილებლობის უსიამოვნო განცდას.

რა არის "საკვების სიხარბე" და როგორ გავუმკლავდეთ მას