როგორ შევარჩიოთ პრეზერვატივი


თუ თქვენი მთავარი მიზანია ჩასახვისგან თავის დაცვა, გირჩევთ: 1. იყიდოთ პრეზერვატივი, რომელიც შეიცავს სპერმიციდს. სპერმიციდი არის სპეციალური კონტრაცეპციული ნივთიერება, რომელიც კლავს სპერმატოზოიდებს ეაკულაციის დროს, რაც მაქსიმალურად ეწინააღმდეგება ჩასახვას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პრეზერვატივი დაზიანებულია. 2. იყიდოთ უფრო სქელი პრეზერვატივი, მაგალითად როგორიცაა Durex Extra Safe – თავიდან აგარიდებთ არასასურველ ორსულობას და უფრო დიდხანს დარჩებით „თამაშში“.
შეიძინეთ პრეზერვატივი მხოლოდ ლიცენზირებულ აფთიაქებში! არ ენდოთ ბაზრობაზე, ქუჩაში და სხვა არა სანდო გარემოში მოვაჭრე პირებს. გახსოვდეთ, რომ ამაზეა დამოკიდებული თქვენი და თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობა.
ხარისხიან პრეზერვატივებს შეფუთვაზე აწერია „Electronically Tested” რაც ნიშნავს, რომ ის ელექტრულად არის გამოცდილი და იმის შანსი, რომ მან გიღალატოთ არის ერთი მილიარდთან.
ზოგადად აფთიაქებში იყიდება სტანდარტული ზომის პრეზერვატივები, რომლებიც მოერგება თითქმის ყველას. თუ პრობლემა გაქვთ პრეზერვატივის ზომასთან დაკავშირებით კითხეთ აფთიაქის პერსონალს.
არასდროს შეგრცხვეთ პრეზერვატივის საყიდლად აფთიაქში შესვლა, ვინაიდან თქვენ ბავშვები აღარ ხართ და არაფერ სასირცხვილოს არ აკეთებთ იმით, რომ ზრუნავთ საკუთარ და საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ეცადეთ იყიდოთ ცნობილი ბრენდები როგორებიცაა: Durex, Masculan, Trojan, Lifestyles და ასე შემდეგ.
პრეზერვატივის ფერი, ფაქტურა, არომატი, გემო და ასე შემდეგ უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.