როგორ მოვამზადოთ სამფეროვანი შოკოლადის კრემი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სამფეროვანი შოკოლადის კრემი

shokoladi-1719385168.png

ნაღები და ვანილის ჩხირი ქვაბში მოათავსეთ და საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. ქურიდან გადადგით და 10 წთ-ით გააჩერეთ.

სამივე სახეობის შოკოლადი ცალ-ცალკე ცეცხლგამძლე ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. შემდეგ სამივე ქურიდან გადადგით და გააცივეთ.

საშუალო ზომის ქვაბის 1/3 წყლით გაავსეთ და წამოადუღეთ.

კვერცხის გულები საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ, ჯამი მდუღარე წყლიან ქვაბში ჩადგით და გულები განუწყვეტლივ თქვიფეთ, სანამ მასა სპეციალური თერმომეტრით გასინჯვისას 80 გრადუს C-ს არ უჩვენებს. აცადეთ გაგრილდეს.

2-2 კვერცხის გული სამივე ჯამში თანაბრად გაანაწილეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თქვიფეთ.

შაქარი და მარილი პატარა ჯამში შეურიეთ და ეს ნაზავიც თანაბრად გაანაწილეთ შოკოლადიან ჯამებში. ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე გადნება.

ნაღებიდან ვანილის ჩხირი ამოიღეთ. ნაღები ჯამებში გაანაწილეთ და კარგად ურიეთ.

ჯამები ისევ ორთქლის აბაზანაზე დადგით და სამივე მასას იქამდე ურიეთ, სანამ კოვზს კარგად მიეკრობა. მოამზადეთ 6 დიდი ჭიქა. კრემები შიგ ფენებად ჩადეთ და დაახლოებით 3 სთ-ით მაცივარში მოათავსეთ, სანამ შეიკვრება.

7bbc116b-ec40-4226-b58f-977611ef425f-1719385259.jpg

3 მარტივი იდეა შოკოლადის უგემრიელესი დესერტების მოსამზადებლად