როგორია 3 საუკეთესო სიდედრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - rogor.ge

როგორია 3 საუკეთესო სიდედრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი

მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც სიდედრი იშვიათად ერევა საკუთარი შვილის პირად ცხოვრებაში რის გამოც როგორც წესი წარმოიქმნება კიდეც სიძე-სიდედრს შორის ძირითადი პრობლემები. ქალი ლომი იმდენადაა დაკავებული საკუთარი ცხოვრებით, იმიჯითა და პროფესიული საქმიანობით, რომ სიძესთან საკამათოდ არც დრო რჩება და არც სურვილი. გარდა ამისა, იგი უზომოდ თავმოყვარე არსებაა. შესაბამისად, თუკი პოტენციური სასიძო მას რამდენჯერმე მაინც მიართმევს ვარდების თაიგულს ან ჩაცმულობის სტილს შეუქებს და აღნიშნავს, რომ გემოვნებიანი ჩაცმა-დახურვის ჩვევა მის ცოლს თურმე დედისგან რგებია, სიდედრი ლომი კმაყოფილებისგან კრუტუნს დაიწყებს და ნაკლებად შეგეხებათ.

მორიელი

ალბათ ყველას გაგიგიათ მითი ქალი მორიელების აუტანელი ხასიათის შესახებ. თუმცა ეს მითი მორიელის შემთხვევაში დედამთილობაზე უფრო ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ სიდედრი მორიელი გაცილებით უკეთ ახერხებს საერთო ენის გამონახვას სიძესთან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ქალს ორი მამაკაცური პლანეტა მართავს და მისთვის მამაკაცები უფრო "ახლობლები" არიან თავისი არსით ვიდრე ქალთა სქესი. შესაბამისად, თქვენი პოტენციური სიდედრის მოსახიბლად საკმარისია პატიოსანი, სამართლიანი დამოკიდებულება გქონდეთ მისი შვილის მიმართ. ამასთან ერთად, თუკი სიდედრს სამომავლოდ ავტომანქანის შეკეთებაშიც დაეხმარებით (მათი უმრავლესობა საჭეს უზის, როგორც წესი) ჩათვალეთ, რომ მისი სახით საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე შეგიძენიათ. გაგრძელება