როგორ განვუვითაროთ ბავშვს წარმოსახვა - 6 მარტივი და უფასო ხერხი - rogor.ge

როგორ განვუვითაროთ ბავშვს წარმოსახვა - 6 მარტივი და უფასო ხერხი

წაუკითხეთ

ცნობილია, რომ კითხვა ტვინის განვითარებას ასტიმულირებს. სანამ ბავშვი ჯერ არ ვერ კითხულობს, ნახატებით გაფორმებული წიგნების თვალიერება შესანიშნავი საშუალებაა მისი ფანტაზიისთვის ბიძგის მისაცემად. როდესაც წამოიზრდება, შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოკლე მოთხრობები და ჰკითხეთ, რა რა შთაბეჭდილებები და ემოციები გამოიწვია მასში.

როდესაც კითხვას დამოუკიდებლად ისწავლის, უფროსი მაინც გვერდით უნდა ჰყავდეს, რათა შთააგონოს და მხარი დაუჭიროს ბავშვს. ამით ბავშვს რეგულარულად კითხვის სურვილი ჩვევად ჩამოუყალიბდება.

შეთხზეთ ისტორიები

შეგიძლიათ დაიწყოთ ტრადიციულად: „ერთხელ... ან იყო ერთი...“ და ნება მიეცით თქვენს შვილს გააგრძელოს. შედეგად, თქვენ ორნი ადვილად შექმნით საკუთარ ზღაპრულ სამყაროს. თუმცა ღამით, ძილის წინ ამით ნუ დაკავდებით, რადგან ბავშვი შეიძლება სრულიად გამოფხიზლდეს და ვეღარ დაიძინოს.

შეაჯამეთ დღე ერთად

ჰკითხეთ ბავშვებს, რა მოხდა დღის განმავლობაში, ყურადღებით მოუსმინეთ, დაუსვით კითხვები - ერთი სიტყვით, გამოიჩინეთ თქვენი ინტერესი. აუცილებლად ჰკითხეთ, რას გრძნობდა ბავშვი იმ სიტუაციის დროს, რომელზეც საუბრობს, განიხილეთ რა გააკეთა და რა შეეძლო გაეკეთებინა. მიეცით რჩევა, მაგრამ ეს დაჟინებული მოითხვნა არ უნდა იყოს. განაგრძეთ კითხვა