ქათმის ფილეს ბრუსკეტები - იტალიური ხემსის ორიგინალური ვერსია - rogor.ge

ქათმის ფილეს ბრუსკეტები - იტალიური ხემსის ორიგინალური ვერსია

შუაზე გაჭერით ჩერი პომიდვრები და დაამანირადეთ. მარინადის მოსამზადებლად თასში შეურიეთ პომიდორი, ნივრის ფხვნილი, მარილი, წიწაკა, ზეითუნის ზეთი, ძმარი, ლიმონის წვენი და ბაზილიკი. მიღებული მასა გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში.

3-1717753094.jpg

საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, დაალაგეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე „ბიბილო“ და მოათავსეთ 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოღების შემდეგ ფილეზე მოალაგეთ თხლად დაჭრილი მოცარელა და შეაბრუნეთ ღუმელში 2-3 წუთით, ვიდრე ყველი კარგად არ გადნება.

4-1717755447.jpg

ღუმელიდან გამოღებისთანავე გამომცხვარ ქათამს წაუსვით პესტო და დაალაგეთ დამარინადებული პომიდორი.

R