როგორ ყალიბდება ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტა - rogor.ge

როგორ ყალიბდება ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტა

ნაწლავის მიკრობიოტა, რომელიც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მომწიფებაზე, საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, მეტაბოლიზმზე და პათოგენების კოლონიზაციისგან დაცვაზე, მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე.

ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაზე მიეკუთვნება: დედის მიკრობიოტის შემადგენლობა, ორსულობის ხანგრძლივობა, მშობიარობის ტიპი, დედის და ბავშვის რაციონი, გამოყენებული მედიკამენტები.

ბუნებრივი გზით დაბადებული ჩვილი იღებს დამატებით მხარდაჭერას მისი იმუნური სისტემისთვის. ბუნებრივი მშობიარობის დროს მას პირველი უშუალო კონტაქტი აქვს დედის მიკრობიოტასთან, რის წყალობითაც მისი ნაწლავის მიკრობიოტა მდიდრდება ბაქტერიებით როგორც დედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ასევე სამშობიარო გზებიდან, ხოლო საკეისრო კვეთით დაბადებული ახალშობილების ნაწლავის მიკრობიოტა დედის კანზე არსებულის მსგავსია.

შტამები, რომელთა დამატებით მიწოდებამ შეიძლება გააუმჯობესოს საკეისრო კვეთით დაბადებული ჩვილების ნაწლავის მიკრობიოტის პროფილი, არის ბიფიდობაქტერიების გვარი, მათ შორის Bიფიდობაცტერიუმ ბრევე-ს სახეობა. წაიკითხეთ ვრცლად