როგორ დავეხმაროთ სახსრებს - დაფნის და ნიახურის ნახარში - rogor.ge

როგორ დავეხმაროთ სახსრებს - დაფნის და ნიახურის ნახარში

ძვლოვანი სისტემის დაავადებები მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. სახსრებსა და ხერხემალში ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს ართროზს (სახსრების დაზიანება) და ოსტეოქონდროზს (ხერხემლის დაზიანება).

ხალხური მედიცინა სახსრების რეგულარულად „გაწმენდას“ უწევს რეკომენდაციას. გაწმენდის პროცესში მარილები იწყებენ აქტიურად დაშლას და შარდის ბუშტის გაღიზიანებას. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს შარდვის გახშირებას და შარდის შეფერილობის ცვლილებას (შარდი ხშირად ვარდისფერდება). პირველი პროცედურის დასრულებიდან ორ კვირაში უკვე შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ადამიანი შვებას გრძნობს სახსრებში, ისინი უფრო მოძრავი ხდებიან, აღარც ტკივილი შეიგრძნობა, ამინდის ცვლილებისას. ეს ფაქტები იმის მტკიცებულებაა, რომ სახსრების ტროფიკა (კვება) საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სახსრების გასაჯანსაღებლად ხალხური მედიცინა ბევრ სასარგებლო საშუალებას გვთავაზობს. მათ შორისაა დაფნის ფოთლების ნახარში და ნიახურის წვენი.

დაფნის ფოთლების ნახარში სახსრებისათვის

გამწმენდი კურსისთვის დაგჭირდებათ 30-35 გ დაფნის ფოთოლი.

აიღეთ 5-6 გ დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 3-5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. შემდეგ წყალი ფოთლებთან ერთად ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ მთელი ღამით.

დილით ნაყენი გადაწურეთ, ეს 1 დღიური დოზაა. დალიეთ ნახარში მცირე ყლუპებით კვებას შორის, 12 საათის განმავლობაში. არ შეურიოთ საკვებს. ბევრი ნაყენის ერთბაშად დალევა არ შეიძლება. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აფართოებენ კაპილარებს. ხოლო თუ ერთბაშად ბევრს დალევთ, შეიძლება თავბრუხვევა, გულისცემა და სხვა უსიამოვნებები გამოგივლინდეთ. ასე რომ, დრო დაუთმეთ სამკურნალო კურსს და ულუფა დღის განმავლობაში რამდენიმე დალევაზე გადაანაწილეთ. სვით ნელ-ნელა ყლუპ-ყლუპად.

ნაყენი 3 დღე უნდა დალიოთ, ყოველ ჯერზე მოამზადეთ ახალი წინა საღამოდან. შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირის განმავლობაში და კვლავ გაიმეორეთ 3-დღიანი მიღების ციკლი.

ერთი თვის შემდეგ გამაჯანსაღებელი კურსი გაიმეორეთ: 3 დღე – ნახარშის დალევა, 1 კვირა – შესვენება, შემდეგ 3 დღე – ისევ ნახარშის დალევა. ეს იქნება სახსრების გაწმენდა-გაჯანსაღების სრული კურსი.

პირველი კურსის ჩატარებისას შესაძლოა რამდენიმე არასასურველი სიმპტომი გამოგივლინდეთ – თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისცემის გახშირება, გახშირებული შარდვა, სისუსტე, სახსრების ტკივილი და ა.შ. მაგრამ რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი გაივლის. განაგრძეთ კითხვა