როგორ მოვამზადოთ ჩიხირთმა შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ჩიხირთმა შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით

პირველ რიგში, დავჭრათ ქათამი, ფილე დავამარინადოთ მარილწყალში და შევინახოთ. დარჩენილი ნაწილები დავამარილოთ და გავაკეთოთ ბულიონი, დავუმატოთ ნახევარი ხახვი. ასევე დაგვჭირდება 2 კბილი ნიორი. (მოვთუშოთ)

სოუსისთვის დაგვჭირდება:

კამა და ქინძი

1 კბილი ნიორი

4 სუფრის კოვზი ძმარი

4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი

ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ და დავამატოთ 1 კვერცხის გული, შემდეგ ისევ დავაბლენდეროთ და გადავწუროთ.

რუ

ფქვილი მოვხალოთ და დავამატოთ 50 გრამი კარაქი.

50 გრამი რუ დავამატოთ კარამელიზირებულ ხახვს და ნიორს და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ ცოტაოდენი ბულიონი და გავაგრძელოთ დაბლენდერება წამოდუღების შემდეგ გავთიშოთ ვაცადოთ გაგრილება დავამატოთ 2 კვერცხი და დავაბლენდეროთ შემდეგ ეტაპზე, გავაცხელოთ ტაფა და ქათმის დამარინადებული ფილეები შევბრაწოთ. შემდეგ დავადეგლაზიროთ წყლით, დავამატოთ ცხარე წიწაკა და ლაიმის წვენი. ჩიხირთმა მზადაა!

წყარო: youtube Taste Corporation