როგორი სუვენირები წაიღოთ საქართველოდან სხვა ქვეყანაში საჩუქრად
ტრადიციული ქართული ღვინო და ჭაჭა
ტრადიციული ტექნოლოგიით, ყურძენი თესლებთან, ყლორტებთან და მთელ გემრიელობასთან ერთად დუღდება სპეციალურ თიხის ჭურჭელში - ქვევრში - მიწისქვეშ. ამ ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო მდიდარი და უცხოა მათთვის, ვინც მიჩვეულია ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის გემოს. ჭაჭა ასევე საინტერესო აღმოჩენა იქნება უცხოელისთვის.
ჩურჩხელა/ტყლაპი/ჩირეული
უნივერსალური არჩევანია.
ტყემალი
ტყემალი, აჯიკა, საწებელი - საინტერესო იქნება კულინარიის მოყვარულთათვის.
ყანწი
საინტერესო სუვენირია განსაკუთრებით მათთვის, ვინც უცნაური ნივთების კოლექციას აგროვებს.
ქართული სუნელები
სვანური მარილი და ქართული ავთენტური სანელებლები განსაკუთრებით გაუხარდებათ ემიგრანტებს.
თიხის/კერამიკის ჭურჭელი
დოქი, ფიალა, მინიატურული სასმელი ჭურჭელი.
ხანჯალი
პატარა ხანჯალი კარგი საჩუქარი იქნება მათთვის, ვისაც იარაღის კოლექცია აქვს.
მინანქრის სამკაული
ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის შეარჩევთ სასურველ სამახსოვრო ნივთს.