უგემრიელესი საუზმე: კვერცხი ტარტარის სოუსში
კვერცხები მაგრად მოხარშეთ, გააციეთ, გაფცქვენით და გაჭერით შუაზე.
ღრმა თასში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, შამპინიონები და ხახვი.
დაუმატეთ იოგურტი, მაიონეზი, მდოგვი, სანელებლები და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სოუსი გადაიტანეთ ჯამში, ზემოდან დადეთ ნახევარი მოხარშული კვერცხი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.