როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მეცადინეობაში - rogor.ge

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მეცადინეობაში

ამგვარ მომენტებში სწორი ტაქტიკის არჩევას და შვილების დახმარებას ზოგიერთი მშობელი შედარებით მარტივად ახერხებს, ხოლო ზოგი ამისთვის რეპეტიტორებს მიმართავს. თუმცა, მშობლების უმრავლესობა დღეს სახლშია გამოკეტილი და შვილებისგან თავისი შფოთვის დამალვას ცდილობს, რაც მეცადინეობის პროცესს ერთიორად ართულებს.

დავალების შესრულების ბოლო დღემდე გადადების გამო ბავშვისთვის საყვედურის მიცემა, შესაძლოა, მშობლის ბუნებრივი ინსტინქტი იყოს, თუმცა, ეს არც ისე სწორი საქციელია – ასე მას ვერ დავეხმარებით. მასწავლებლებისა და მშობლების გამოცდილებაზე დაყრდნობით ცხადდება, რომ მოსწავლეებს, რომლებიც პროკრასტინაციის გამო თავს დამნაშავედ გრძნობენ, შფოთიანობა აწუხებთ; ამის გარდა, ისინი სხვა ნეგატიურ ემოციებსაც განიცდიან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ ჩვევას, რომ საქმე გააჭიანურონ და ბოლო წუთამდე მოიტოვონ. სწორედ ამიტომ, პროკრასტინაციის გამო საყვედურის ნაცვლად, ღრმად ჩაისუნთქეთ და სცადეთ გაარკვიოთ, როგორ შეძლებს თქვენი შვილი დათქმულ ვადამდე დავალების შესრულებას: დაეხმარეთ, რომ დროის მენეჯმენტისთვის რეალური გეგმა დასახოს და შეეცადეთ გაუგოთ მაშინაც კი, თუ მისი საქციელის გამო იმედგაცრუებულები ხართ.

გამოწვევების მიმართ გამძლეობის გამოჩენით შვილებს მაგალითს მისცემთ, რაც განაპირობებს იმას, რომ ისინი მომავალში დაბრკოლებებს დადებითი პერსპექტივიდან შეხედავენ. რა თქმა უნდა, ეს სათქმელად უფრო მარტივია, მაგრამ სცადეთ, შვილთან ერთად იმის გაგებაზე იმუშაოთ, თუ რატომ ჩამოუყალიბდა მეცადინეობის ასეთი ჩვევები. მსგავსი ანალიზი მოცემული პრობლემის გამოსასწორებლად აუცილებელია. გაგრძელება